შსს-ს დაცვის პოლიციას ახალი ჯავშნიანი მანქანები და მიკროავტობუსები გადაეცა

© photo: Security Police 125 / FBდაცვის პოლიცია
დაცვის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
ამ მაღალი გამავლობის მდგრადი მანქანებით შესაძლებელია ძვირფასი ნივთების გადაზიდვა, დაწყებული ფულადი თანხებით და სამკაულებით და ფასიანი გაბარიტული ტვირთით დამთავრებული

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი ახლი სპეციალიზებული ავტომობილებით შეივსო, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ინკასაციის სამმართველოს გადაეცა 10 ერთეული მაღალი გამავლობის Mitsubishi L-200-ის მოდელის პიკაპის ტიპის, მაღალი დონის შეჯავშვნის ავტომობილი, რომლებიც განკუთვნილია მაღალმთიან და რთულ კლიმატური პირობებში ფულადი სახსრებისა და ძვირფასი ნივთების გადაადგილებისა და დაცვისთვის; Ford-ის მოდელის 8 დაჯავშნული მიკროავტობუსი როგორც საქალაქთაშორისო, ასევე ქალაქში ინკასირებისათვის, და მაღალი ტვირთამწეობის Iveco-ს მარკის 2 სპეციალური ავტომობილი მოცულობითი ტვირთების ინკასირებისათვის.

დაცვის პოლიციის ტექნიკურ სამსახურს დაემატა Renault Dokker-ის მოდელის 6 სპეციალიზებული ავტომობილი, რომელიც აღჭურვილია ტექნიკური ჯგუფების მუშაობისთვის საჭირო სხვადასხვა უახლესი მოწყობილობით, ტექნიკური საშუალებების დროული და ხარისხიანი მონტაჟისა და მომსახურების უზრუნველსაყოფად.

მოძრავი ტვირთების და ფიზიკური პირების დაცვის სამმართველოს გადაეცა Skoda Scala-ს მოდელის 5 ავტომობილი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არაგაბარიტული და საშიში ტვირთების დაცვა-გაცილებას მოემსახურება.

ყველა ახალი ამბავი
0