COVID-19 საქართველოში – 9 თებერვლის მონაცემები

© photo: Sputnik / Vitaliy Timkov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 254.916 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 566), გარდაიცვალა – 3.306 (ბოლო 24 საათში – 8), კარანტინის რეჟიმშია 430, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.149 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 301 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 829-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 263.057-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 254.916 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 566), გარდაიცვალა – 3.306 (ბოლო 24 საათში – 8), კარანტინის რეჟიმშია 430, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.149 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 301 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 18.331 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12.700, PCR–ტესტით – 5.631.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0