სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე მიულოცა

© photo: Tbilisi State University / FBთსუ
თსუ - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
პრეზიდენტის განცხადებით, პირველივე დღიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დონე არაფრით ჩამოუვარდებოდა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს და დღესაც ინარჩუნებს თავის ადგილს.

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლების გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაეხსნათ, იყო შეგნებული აქტი, რომლითაც ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა საქართველოს ძლიერებისა და ერთიანობის იდეა განათლებას, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს (ძვ.სტ. 26 იანვარს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა. ამავე წლის 3 სექტემბერს „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ეწოდა.

თსუ - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2020
თსუ საერთაშორისო უმაღლესების რეიტინგში 113 პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს მიულოცა. მისი განცხადებით, სწორედ 103 წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიბადა თანამედროვე საქართველო და მას შემდეგ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყოველი გარდამტეხი მოვლენა ამ უნივერსიტეტის სახელს უკავშირდება.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლების სახელების წაკითხვისას თვალწინ ცოცხლდება საქართველოს პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა, რომელიც დამოუკიდებლობის სათავეში იდგა და ოკუპაციის შემდეგ თავისუფლების და ეროვნული ფასეულობების დროშა დიდხანს ატარა“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უნივერსიტეტმა ეს მისია დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე გააგრძელა და დღესაც სახელმწიფო უნივერსიტეტი კულტურული და ეროვნული ერთიანობის კერაა.

სტუდენტები თსუ-ს შესასვლელთან - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2019
თბილისში მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრი გაიხსნა

უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე (კოტე) აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, უნივერსიტეტის პირველ რექტორად აირჩიეს.

გასულ წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 113 პოზიციით დაწინაურდა და 322-ე ადგილი დაიკავა უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო რეიტინგში Best Global Universities Rankings 2020. ამგვარად, თსუ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში შედის.

უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, აგრეთვე, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა.

ყველა ახალი ამბავი
0