ტრეფიკინგის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირები კომპენსაციას მიიღებენ

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
ერთჯერადი სახელმწიფო კომპენსაციის გასაცემად საკმარისი წინაპირობა იქნება პირისთვის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულის სტატუსის მქონე პირებზე ერთჯერადად გაიცემა კომპენსაცია, მიუხედავად იმისა, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ზიანის ანაზღაურებაზე სასამართლო მიმდინარეობს თუ არა, იუწყება „პირველი არხი“. 

პოლიციამ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2019
პოლიციამ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა

შესაბამისი ცვლილებები „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შედის. ცვლილების ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა. კანონპროექტის თანახმად, კომპენსაციის ოდენობა 1 ათას ლარს შეადგენს.

კანონპროექტის თანახმად, ერთჯერადი სახელმწიფო კომპენსაციის გასაცემად საკმარისი წინაპირობა იქნება პირისთვის მსხვერპლის ან დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღება არ ართმევს მსხვერპლს/დაზარალებულს უფლებას, მიმართოს სასამართლოს დამნაშავისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

ამასთან, ცვლილებით ზუსტდება მუდმივმოქმედი ჯგუფის მიერ პირისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურა. კერძოდ, აღნიშნული ჯგუფი შესაბამის საკითხს წყვეტს თავშესაფრისთვის ან სხვა შესაბამისი დაწესებულებისთვის მიმართვის შემდეგ სავარაუდო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა.

ყველა ახალი ამბავი
0