საქართველოში ფასები იზრდება: „საქსტატის“ ახალი მონაცემები

© Sputnik / STRINGERვაჭრობა ბაზარზე
ვაჭრობა ბაზარზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
2021 წლის იანვარში, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,1% შეადგინა. 2020 წლის დეკემბრის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი –1% იყო.

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2020 წლის იანვარი – 2021 წლის იანვარი) 2,8% შეადგინა – 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“. 

გარემოვაჭრეები - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2021
საქართველოში ინფლაციის დონე მკვეთრად შემცირდა: რაშია ფასების ვარდნის მიზეზი

2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,1% შეადგინა. გასული წლის დეკემბრის თვეში ინფლაციის მაჩვენებელი მინუს 1% იყო.

„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარში ფასები ყველაზე მეტად შემცირდა რესტორნებსა (0,6%) და დასვენება–გართობაზე (0,4%). ამასთან, ფასები გაიზარდა სურსათსა (2%) და კომუნალურ მომსახურებაზე (1,9%).

როგორ იცვლებოდა ინფლაციის დონე გასულ წელს

2019 წელს წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს იგი 2019 წლის დეკემბერში გაიზარდა. 

მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
რატომ არის ეროვნული ბანკი იპოთეკის სუბსიდირების გაგრძელების წინააღმდეგი

2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონემ შემცირება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4% შეადგინა, მარტში – 6,1%, სექტემბერში – 3,8%. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ 21 მარტიდან კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად 8%-მდე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი.

2021 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები შემცირდა კომუნალურ მომსახურებასა (20,5%) და ტრანსპორტზე (0,9%). ამასთან, წლის განმავლობაში სურსათი 6,4%-ით გაძვირდა, მათ შორის, რძე, ყველი და კვერცხი – 9,1%-ით, მზესუმზირის ზეთი – 27,3%-ით, ყავა და ჩაი – 12,6%-ით, პურპროდუქტები – 7,5%-ით. ხილი კი გაიაფდა 3,2%-ით. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, 9,7%-ით გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს მომსახურების ფასებიც.

რა მოქმედებს საქართველოში ფასების დინამიკაზე

ბოლო ორ თვეში წლიური ინფლაციის დონე 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) ინფორმაციით, ეს დაკავშირებულია სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური ხარჯების სუბსიდირებასთან, რაც დროებით ხასიათს ატარებს. 

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2021
საქართველოს ეკონომიკის ვარდნამ 2020 წლის პროგნოზს გადააჭარბა

პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის (შესაბამისად, 200 კვტ/სთ და 200 მ3) ხარჯების დაფარვის შესახებ.

„როგორც წესი, ცენტრალური ბანკები მსგავსი ტიპის ეგზოგენური ფაქტორების გამო ინფლაციის დროებით გადახრებზე არ რეაგირებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. მიმდინარე პროგნოზის თანახმად, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება“, – აღნიშნავს ეროვნული ბანკი. სებ-ის მონაცემებით, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვან ზრდასთან ერთად, რაც განსაკუთრებით იანვარში გამოიკვეთა, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა შენარჩუნებულია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გახანგრძლივების ფონზე წარმოების ხარჯების ზრდისა და ლარის გაუფასურებული კურსის გამო.

„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ასუსტებს ერთობლივი მოთხოვნის დაღმავალ გავლენას პროგნოზირებულ ინფლაციაზე, ხოლო ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის გამო გაცვლითი კურსის ცვლილების გადაცემა ინფლაციაზე საგრძნობია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

რეგულატორის ინფორმაციით, რჩება გაურკვევლობის მაღალი დონე როგორც გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენის დინამიკის, ისე ადგილობრივი დაკრედიტების ზრდის ტემპის თვალსაზრისით.

 

ყველა ახალი ამბავი
0