რიკოთის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული პერიოდით იკრძალება

© photo: Sputnik / Stringerგზისა და გვირაბის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე
გზისა და გვირაბის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
აღნიშნულ პერიოდში მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ რიკოთის გვირაბის შემოსავლელი საავტომობილო გზით ისარგებლონ.

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე 9, 10 და 11 თებერვალს 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რიკოთის უღელტეხილზე აღმოსავლეთი–დასავლეთის მაგისტრალის ჩუმათელეთი–ხევის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია China State Construction Engineering Corporation Limited ახორციელებს.

გვირაბის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
რიკოთის უღელტეხილზე ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო

უწყების ინფორმაციით, ჩუმათელეთი–ხევის პირველი ლოტის მშენებლობის ფარგლებში დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის China State Construction Engineering Corporation Limited საქართველოს ფილიალს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად ესაჭიროება გზის 143-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბის მშენებლობისწინა მდგომარეობის შემოწმება, რათა ბურღვა-აფეთქების შედეგად გამოწვეული ზემოქმედება შეფასდეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაოების წარმოების პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ორგანიზაციის მიერ ორ ადგილზე (აღმოსავლეთის მხრიდან და დასავლეთის მხრიდან) უზრუნველყოფილი იქნება გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მორიგეობა (ბუქსირების საჭიროებისათვის).

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2020
საუკუნის პროექტი: გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე 2023 წელს დასრულდება

რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია, ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო. გვირაბის სიგრძე 1,8 ათასი მეტრი იქნება. აქედან 200 მეტრი უკვე გაჭრილია. გვირაბი ჩუმათელეთი–ხევის გზის მონაკვეთზე არსებული გვირაბის პარალელურად შენდება.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0