რიკოთის უღელტეხილზე ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerგვირაბის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე
გვირაბის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
გვირაბის სიგრძე 1 800 მეტრი იქნება. სულ რიკოთის უღელტეხილზე გაიჭრება 53 გვირაბი, რაც გზას ორჯერ შეამოკლებს, ხოლო მგზავრობას უფრო უსაფრთხოს გახდის.

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია, ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

რიკოთის უღელტეხილზე მეექვსე გვირაბი გაიჭრა>>

გვირაბის სიგრძე 1,8 ათასი მეტრი იქნება. აქედან 200 მეტრი უკვე გაჭრილია. გვირაბი ჩუმათელეთი–ხევის გზის მონაკვეთზე არსებული გვირაბის პარალელურად შენდება.

„პანდემიის მიუხედავად, რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა ერთი დღითაც არ გაჩერებულა. ეს არის 52-კილომეტრიანი მაგისტრალი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ფაქტობრივად გაანახევრებს მგზავრობის დროს. ეს სრულიად შეცვლის უსაფრთხოების და სიჩქარეების სტანდარტს, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

რიკოთის უღელტეხილზე საერთო ჯამში დაგეგმილია 96 ხიდისა და 53 გვირაბის მშენებლობა და ამ კონსტრუქციების ნახევარზე მეტი ამჟამად უკვე შენდება, აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

საქართველო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 20 მილიარდამდე ლარს დახარჯავს>>

„ეს გვირაბი... ყველაზე გრძელი იქნება საქართველოში, ვიდრე ქვეშეთი–კობი აშენდება. ზოგადად, ჩქაროსნული მაგისტრალების თვალსაზრისით წელს დაახლოებით 40%-ით მეტი დაფინანსება გვაქვს გათვალისწინებული, რაც შესამჩნევ პროგრესს უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2020
საუკუნის პროექტი: გზის მშენებლობა რიკოთის უღელტეხილზე 2023 წელს დასრულდება

ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს 11,7 კმ სიგრძის ჩუმათელეთი–ხევის, 12,2 კმ სიგრძის ხევი–უბისასა და 13 კმ სიგრძის უბისა–შორაპნის მონაკვეთებზე. მალე დაიწყება სამუშაოები შორაპანი–არგვეთის მონაკვეთზე.

სამინისტროს ცნობით, ამჟამად რიკოთის უღელტეხილზე გაჭრილია ექვსი გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს 39 გვირაბსა და 61 ხიდზე.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0