ცნობილი გახდა „ფორსაჟი 9"-ის პრემიერის თარიღი

© Sputnik / Vladimir Umikashvili"ფორსაჟის" გადაღებები თბილისში
ფორსაჟის გადაღებები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
გამოწერა
საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 19 აგვისტოდან დაიწყო და 22 სექტემბრამდე  მიმდინარეობდა.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. სტუდია Universal-ის გადაწყვეტილებით, ფილმ „ფორსაჟი 9“-ის პრემიერა, რომლის ზოგიერთი ეპიზოდი საქართველოში გადაიღეს, 2021 წლის 28 მაისს გაიმართება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2". 

„ფორსაჟი 9“ თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2020
„ფორსაჟი 9“-ის თრეილერში თბილისის ქუჩები მკაფიოდ ჩანს - ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს

თავიდან ფილმი გაქირავებაში 2020 წლის 21 მაისს უნდა გამოსულიყო, მაგრამ ფილმის ავტორების გეგმები კორონავირუსის პირველი ტალღის გამო შეიცვალა – ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დიდი რაოდენობით კინოთეატრები დაიხურა.

„ფორსაჟი" (The Fast and the Furious) ამერიკული ფრენჩაიზია, რომელიც მოცემულ მომენტში რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. იგი სტუდია Universal-ის ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზია – მისი საკასო შემოსავალი 5,1 მლრდ დოლარია.

ფილმის რეჟისორია ჯასტინ ლინი, მსახიობები: ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი.

„ფორსაჟის“ პირველ შვიდ ფილმში ბრაიან ო'კონერის მთავარ როლს ასრულებდა ცნობილი ამერიკელი მსახიობი პოლ უოკერი, რომელიც 2013 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 2019 წლის 19 აგვისტოდან დაიწყო და 22 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. კინომწარმოებელმა კომპანია Universal-მა ხუთწუთიანი ეპიზოდები ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე რუსთავში გადაიღო. გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 32 მლნ ლარი დაიხარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0