https://sputnik-georgia.com/20200201/forsaJi-9-is-TreilerSi-Tbilisis-ramdenime-ubani-mkafiod-Cans-video-247630119.html
„ფორსაჟი 9“-ის თრეილერში თბილისის ქუჩები მკაფიოდ ჩანს - ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს
„ფორსაჟი 9“-ის თრეილერში თბილისის ქუჩები მკაფიოდ ჩანს - ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს
ფილმის თრეილერში კი სხვა ქვეყნების გარდა, საქართველოში გადაღებულ კადრებსაც იხილავთ - კარგად ჩანს თავისუფლების მოედანი, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე... 01.02.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-02-01T15:14+0400
2020-02-01T15:14+0400
2021-10-19T17:18+0400
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/00/246510047_0:308:2992:2000_1920x0_80_0_0_14b24fca9cddf9eea9a763beab6a3ad5.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/00/246510047_0:120:2992:2000_1920x0_80_0_0_9923d55c89ee930ea7775d9c88bddb4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო და კულტურა, ახალი ამბები, კულტურა, საქართველო
საქართველო და კულტურა, ახალი ამბები, კულტურა, საქართველო
„ფორსაჟი 9“-ის თრეილერში თბილისის ქუჩები მკაფიოდ ჩანს - ვიდეოს მილიონობით ნახვა აქვს
15:14 01.02.2020 (განახლებულია: 17:18 19.10.2021) ფილმის თრეილერში კი სხვა ქვეყნების გარდა, საქართველოში გადაღებულ კადრებსაც იხილავთ - კარგად ჩანს თავისუფლების მოედანი, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორია, ნუცუბიძის პლატო, რუსთაველის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ინტერნეტში ფილმ „ფორსაჟი 9“-ის (Fast & Furious 9) სამწუთნახევრიანი ოფიციალური თრეილერი ვრცელდება, რომელშიც თბილისის ხედები კარგად ჩანს. ვიდეოს ხუთ მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
რამდენიმე დღის წინ კი ფილმის 15-წამიანი თიზერი გავრცელდა, სადაც ასევე თბილისი, კონკრეტულად კი თავისუფლების მოედანი ჩანს.
ფილმის თრეილერში კი სხვა ქვეყნების გარდა, საქართველოში გადაღებულ კადრებსაც იხილავთ - კარგად ჩანს თავისუფლების მოედანი, მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორია, ნუცუბიძის პლატო, რუსთაველის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.
გადაღებები ხუთი კვირის განმავლობაში, 18 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, თბილისის სხვადასხვა წერტილებში მიმდინარეობდა, მათ შორის ვაჟა-ფშაველაზე, ნუცუბიძეზე, რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე.
საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 19 აგვისტოდან დაიწყო და 22 სექტემბრამდე მიმდინარეობდა. კინომწარმოებელი კომპანია Universal-მა ხუთწუთიანი ეპიზოდები ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე რუსთავში გადაიღო. გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 32 მლნ ლარი დაიხარჯა.
„ფორსაჟი 9“-ის პირველ თიზერში თბილისში გადაღებული ერთ-ერთი ეპიზოდი ჩანს >>
„ფორსაჟი" (The Fast and the Furious) ამერიკული ფრენჩაიზია, რომელიც მოცემულ მომენტში რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. იგი სტუდია Universal-ის ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზია – მისი საკასო შემოსავალი 5,1 მლრდ დოლარია.