09:24 28 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
კულტურა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (937)
357320

საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 19 აგვისტოდან დაიწყო და 22 სექტემბრამდე  მიმდინარეობდა.

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. „ფორსაჟი 9“-ის პირველი თიზერი გავრცელდა, რომელშიც თბილისში გადაღებული ერთ-ერთი ეპიზოდი ჩანს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ვინ დიზელი, ასევე  თბილისი, კონკრეტულად კი თავისუფლების მოედანი.

გადაღებები ხუთი კვირის განმავლობაში, 18 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, თბილისის სხვადასხვა წერტილებში მიმდინარეობდა, მათ შორის ვაჟა-ფშაველაზე, ნუცუბიძეზე, რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე.

საქართველოში „ფორსაჟი 9"-ის ეპიზოდების გადაღება 19 აგვისტოდან დაიწყო და 22 სექტემბრამდე  მიმდინარეობდა. კინომწარმოებელი კომპანია Universal-მა ხუთწუთიანი ეპიზოდები ძველ თბილისში, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე რუსთავში გადაიღო. გადაღებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 32 მლნ ლარი დაიხარჯა.

„ფორსაჟის“ გიჟური რბოლები თბილისის გულში – სანახაობრივი ფოტოები >>

„ფორსაჟი" (The Fast and the Furious) ამერიკული ფრენჩაიზია, რომელიც მოცემულ მომენტში რვა სრულმეტრაჟიანი და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. იგი სტუდია Universal-ის ყველაზე მომგებიანი ფრენჩაიზია – მისი საკასო შემოსავალი 5,1 მლრდ დოლარია.

თემები:
საქართველო და კულტურა (937)

მთავარი თემები