18:11 23 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3106
  • 100 RUB4.6653
  • USD2.9710
ფოტო

„ფორსაჟის“ გიჟური რბოლები თბილისის გულში – სანახაობრივი ფოტოები

მოკლე ბმულის მიღება
169 0 0
  • თბილისში „ფორსაჟის“ გადაღებები უკვე მეხუთე კვირაა მიდის - დედაქალაქის მკვიდრები უკვე მიეჩვივნენ ავტომობილების რბოლებსა და ვერტმფრენების ხმაურს
  • საქართველოს გზებზე მძიმე ტექნიკა აღარავის აკვირვებს. პირიქით, ყველას სურს იხილოს მშობლიური ქალაქის ქუჩები ცნობილ ფილმში
  • ჰოლივუდური ფილმის კადრებში შესაძლოა არაერთმა ადამიანმა ამოიცნოს თავი, ვინც გადაღებების დროს ბარათაშვილის ქუჩაზე და თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა
  • გზის ამ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, თუმცა გადაღების პროცესის თვალის დევნება ყველასთვის შესაძლებელი იყო
  • ჯასტინ ლინის ფილმის სიუჟეტი გასაიდუმლოებულია
  • მიუხედავად იმისა, რომ გადაღებებზე მხოლოდ დუბლიორები ჩამოვიდნენ, საზოგადოება მაინც აღფრთოვანებული დარჩა
  • ფილმის გადაღებებზე 32 მილიონი ლარი დაიხარჯება
  • „ფორსაჟის“ გადაღებები უკვე გაიმართა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე რუსთავში
  • 17 და 18 სექტემბერს გადაღებები ასევე დაგეგმილია თბილისი-მანგლისის გზაზეც
  • საქართველოში აღნიშნავენ, რომ „ფორსაჟის“ შემდეგ ქვეყანაში კინოგადაღებებზე სხვა ცნობილი სტუდიებიც ალაპარაკდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე თბილისს სხვა ცნობილი ადამიანებიც ესტუმრებიან
  • ფილმის გადასაღებად ასევე იყენებენ ვერტმფრენებს
  • ფილმის პრემიერა 2020 წლის გაზაფხულზე შედგება
© Sputnik / STRINGER
თბილისში „ფორსაჟის“ გადაღებები უკვე მეხუთე კვირაა მიდის - დედაქალაქის მკვიდრები უკვე მიეჩვივნენ ავტომობილების რბოლებსა და ვერტმფრენების ხმაურს

საქართველოში ჰოლივუდური ფრანშიზის „ფორსაჟის“ გადაღებები გრძელდება. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა, თუ როგორ მიმდინარეობდა გადაღებები თბილისის ცენტრში.

ამერიკელები ფილმის ეპიზოდებს საქართველოში რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად იღებენ. გასულ კვირაში გადაღებები მიმდინარეობდა თავისუფლების მოედანზე, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე.

„ფორსაჟის“ გადაღებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის Cash Rebate ანუ „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს იმ თანხის 25%-ის უკან დაბრუნებას, რომელიც ფილმის საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებაში დაიხარჯა.

„ფორსაჟი“ (The Fast and the Furious) — ამერიკული მედიაფრანშიზა, რომელიც ახლა რვა სრულმეტრაჟიანი სერიისგან და ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმისგან შედგება. პროექტი 2001 წელს დაიწყო და სტუდია Universal-ის ყველაზე შემოსავლიან ფრანშიზად იქცა – მისმა ჯამურმა შემოსავლებმა მთელი მსოფლიოდან 5,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები