რუსეთის რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: მძიმე მატჩი იყო, მაგრამ კმაყოფილები ვართ

© Sputnik / STRINGERრაგბი. საქართელო-რუსეთი. 2021 წლის 7 თებერვალი
რაგბი. საქართელო-რუსეთი. 2021 წლის 7 თებერვალი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
გამოწერა
რუსეთის ნაკრების პროგრესს ხელს უწყობს რუსეთის ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდა და განსაკუთრებით ბევრი სამხრეთაფრიკელი ლეგიონერის ჩამოსვლა, მიიჩნევს მწვრთნელი

თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. რუსეთის რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლინ ჯონსი კმაყოფილია საქართველოსთან მატჩის შედეგით, მიუხედავად წაგებისა ანგარიშით 7:16.

„ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0:0 იქნებოდა. გეგმა გვქონდა, რომელიც შესვენებამდე 100%-ით შევასრულეთ. სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილია იმით, თუ როგორ შეასრულეს მოთამაშეებმა დავალება. ვთვლი, რომ დღეს წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით. მომავალში ვეცდებით, რომ საქართველოს დონეს მივაღწიოთ და ევროპის ერთა თასი მოვიგოთ“, - განაცხადა ჯონსმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს რაგბის ნაკრები ევროპის ერთა თასით - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
საქართველოს რაგბის ნაკრებმა რუსეთს ერთა თასის მატჩი მოუგო

„დათვების“ თავკაცმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ნაკრების პროგრესს ხელს უწყობს რუსეთის ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდა და განსაკუთრებით ბევრი სამხრეთაფრიკელი ლეგიონერის ჩამოსვლა. ჯონსის თქმით, ეს იმის ტოლფასია, რომ ქართველი მორაგბეები საფრანგეთში მიემგზავრებიან და იქ იზრდებიან.

„თუ ტენდენცია შენარჩუნდა, რუსეთის ჩემპიონატზე უფრო მეტი კონკურენტუნარიანი მატჩი ჩატარდება და შესაბამისად მორაგბეები პროგრესირებას გააგრძელებენ“, - აღნიშნა ჯონსმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა რუსეთს ზედიზედ მე-19-დ მოუგო.

სატურნირო თვალსაზრისით თბილისში გამართულ მატჩს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა - საქართველოს ნაკრებმა წინასწარ, ჯერ კიდევ შარშან გახდა ევროპის ერთა თასის გამარჯვებული, ხოლო რუსეთმა ტურნირის უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

რაგბი. საქართელო-რუსეთი. 2021 წლის 7 თებერვალი - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
ლევან მაისაშვილი: რუსეთი კარგად მოემზადა მატჩისთვის

საქართველოს და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს 24-ჯერ შეხვედრიან. პირველად 1993 წელს პოლონეთში, მაშინ რუსეთმა პირველად და უკანასკნელად დაამარცხა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 15:9.

2002 წელს გუნდებმა შეხვედრა ფრედ - 12:12 დაასრულეს. ყველა დანარჩენი მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით მთავრდებოდა. 2012 წელს თბილისში გამართულ მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 46:0 დაამარცხეს.

საქართველო-რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების საერთო ანგარიშია - 595:276, ლელოს რაოდენობა კი - 67:17.

 

ყველა ახალი ამბავი
0