თბილისში ვეტერანმა სპორტსმენებმა აქცია გამართეს: რას აპროტესტებენ ყოფილი სპორტსმენები

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი შენობები ჩუღურეთში
ძველი შენობები ჩუღურეთში - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
გამოწერა
ვეტერანმა სპორტსმენებმა ხელმოწერები შეაგროვეს და  თბილისის მერიასა და „სიტი ლოფტის“ მეპატრონე თემურ უგულავას მიმართეს. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ გასხვისებული სივრცე სავარჯიშოდ სპორტსმენებს დარჩეთ.

თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე სპორტსკოლაში ვეტერანმა სპორტსმენებმა აქცია გამართეს, იუწყება პირველი არხი.

აქციის მონაწილეებმა  ერთ-ერთი ყველაზე ძველი სპორტული ობიექტის გასხვისება გააპროტესტეს. კერძოდ, აღნიშნული სპორტსკოლა ათი წლის წინ „ცენტრ პოინტზე“ გასხვისდა, რომელსაც პირობების შეუსრულებლობის გამო ჩამოერთვა.  აქციის მონაწილეთა მტკიცებით, ახლახან დარბაზი შპს „სიტი ლოფტს“ სიმბოლურ ფასში, ერთ ლარად გადაეცა. შპს-ს მფლობელია მილიონერი თემურ უგულავა, რომელიც თბილისში რამდენიმე სასტუმროს ფლობს.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2020
COVID-19, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურული პროექტები – კალაძემ წლის შედეგები შეაჯამა

სპორტსმენების მოთხოვნაა, რომ უძველეს სპორტულ ობიექტს ისტორიული დანიშნულება შეუნარჩუნდეს. ვეტერანმა სპორტსმენებმა ხელმოწერები შეაგროვეს და თბილისის მერიას და უგულავას მიმართეს.

„ჩვენი თხოვნაა, რომ ეს საკითხი განიხილონ და დარბაზი შეუნარჩუნდეს 1400-მდე სპორტსმენს და ჭიდაობას, რადგან ამ დარბაზში ბევრი ცნობილი სპორტსმენი გაზრდილა, მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონები“, -  განაცხადა თბილისის ჭიდაობის ფედერაციის მდივანმა,  გოჩა ჩორგოლანმა.

აღნიშნულ დარბაზში წლების განმავლობაში ვარჯიშობდნენ ჭიდაობის, ფრენბურთისა და კალათბურთის ჯგუფები. სპორტის სასახლის აშენებამდე, სპორტსკოლაში მნიშვნელოვანი ტურნირები ტარდებოდა და ბევრი სახელოვანი სპორტსმენი გაზრდილა. დარბაზი დამოუკიდებლობის წლებშიც დიდი დატვირთვით ფუნქციონირებდა.

ყველა ახალი ამბავი
0