სომხეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა: არის დაზიანებები

© photo: Sputnik / Stringerსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2021
გამოწერა
მიწისძვრის შედეგად დაზიანდა შენობები გეღარქუნიქის ოლქში, მათ შორის სოფელ არტაშენში მდებარე უმოქმედო სკოლის კედელი

თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. სომხეთში რამდენიმე საათიანი სხვაობით მეორე მიწისძვრა მოხდა, იუწყება Sрutnik-სომხეთი საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით. მეორე მიწისძვრის მაგნიტუდამ 3,7 ბალი შეადგინა, პირველი კი 4,7 მაგნიტუდის იყო.

სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
სომხეთში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ბიძგები 6 თებერვალს 00:06 საათზე მოხდა. მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგების ძალა ეპიცენტრში 5 ბალს აღწევდა.

Sрutnik-სომხეთის მონაცემებით, პარასკევს 19:36 საათზე გეღარქუნიქის ოლქის სოფელ შორჟასთან 5 კილომეტრში 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. ის საქართველოს მოსახლეობამაც იგრძნო. კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ეპიცენტრში მიწისქვეშა ბიძგების ძალა 6-7 ბალს აღწევდა. გეღარქუნიქის ოლქში იგრძნობოდა 5-6 ბალის სიძლიერის ბიძგები, კოტაიქის, ტავუშის, ლორეს და არარატის ოლქებში - 4-6 ბალის, ერევანში - 3-4 ბალის ბიძგები. დაზიანდა შენობები გეღარქუნიქის ოლქში, მათ შორის სოფელ არტაშენში მდებარე უმოქმედო სკოლის კედელი.

ყველა ახალი ამბავი
0