სომხეთში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

CC BY-SA 2.0 / Ken Lund / Seismographsსეისმოგრაფი
სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 84 კილომეტრში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 19:36 საათზე დაფიქსირდა, მიწისძვრის ეპიცენტრი 8 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0