მეტროს სადგური „გოცირიძე“ მგზავრებს ვერ მოემსახურება: მერიის განცხადება

© photo: Sputnikმეტროს მატარებელი
მეტროს მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
სადგურზე სრულად განახლდება და გადაიხურება მოსაცდელი ბაქანი, ასევე გარემონტდება მეტროს ფასადი, ვესტიბიული და სამეურნეო სათავსოები.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სრულმასშტაბიანი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო აღნიშნული სადგური 8 თებერვლიდან სამი თვის განმავლობაში მგზავრებს ვერ მოემსახურება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განაახლებს მუშაობას.

მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2020
თანამედროვე სტანდარტების მეტროსადგური - როგორი იქნება „გოცირიძე“ რეაბილიტაციის შემდეგ

მერიის ინფორმაციით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრავი შემადგენლობები სადგურ „გოცირიძეზე“ არ გაჩერდებიან.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში 28 ნოემბრიდან არ მუშაობს. საქალაქო ტრანსპორტი 1 თებერვლიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ამუშავდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა.

საქართველოში ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსით ინფიცირების ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა, შესაბამისად, მთავრობამ დაწესებული კოვიდ–შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილზე ადრე მიიღო. კერძოდ, 8 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით მუშაობას განაახლებენ მუნიციპალური ტრანსპორტი, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები, 15 თებერვლიდან კი – კაფე–რესტორნები.

ყველა ახალი ამბავი
0