თანამედროვე სტანდარტების მეტროსადგური - როგორი იქნება „გოცირიძე“ რეაბილიტაციის შემდეგ

© photo: Sputnikმეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“
მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი, მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის, დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ბილიკები

თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია იგეგმება, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძემ სიტყვა შეასრულა: პირველი დარტყმა ფეიკებზე

მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში მოხდება შემდეგი სამუშაოების წარმოება - სრულად გადაიხურება მეტროსადგურის ბაქანი, მოხდება სადგურის ადაპტაცია შშმ პირთათვის, დამონტაჟდება ორი ლიფტი და მოეწყობა სპეციალური ბილიკები.

„დღეს მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი ამ პროექტის განხორციელებაზე, გვყავს გამარჯვებული კომპანია, ხელშეკრულება გაფორმებულია და მომდევნო დღეების განმავლობაში უშუალოდ დაიწყება სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, განახლდება და გარემონტდება თანამშრომლების მომსახურების ოთახები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად გამოიცვლება სადგურის ელექტროსისტემა.

კალაძის თქმით, პროექტის ღირებულება 1 მილიონ დოლარს აჭარბებს.

ყველა ახალი ამბავი
0