კალაძემ სიტყვა შეასრულა: პირველი დარტყმა ფეიკებზე

© Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა პირველი „სიმართლის მუშტი" ტელეარხ „მთავარ არხს" მოუქნია, რომელმაც თავის კრიტიკულ სიუჟეტში კერძო მიწისქვეშა ავტოსადგომი მერიის საკუთრებად გაასაღა.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფეიკ-ნიუსის გავრცელებას, სიცრუის პროპაგანდას პირველი დარტყმა მიაყენა.

თბილისის მერიის ახალი პროექტის არსი „ფეიკ-ნიუსებთან" ბრძოლაში არის ის, რომ კალაძე პირდაპირ ეთერში, თავისი სოციალური ქსელის გვერდზე წარმოადგენს ვიდეოსიუჟეტებს, რომლებიც ქართული ოპოზიციური ტელეარხებით გავა და რომლებშიც ქალაქის ხელისუფლებას უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ. ამის შემდეგ კალაძე, ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით, ამა თუ იმ ინფორმაციის სიცრუეს თვალნათლივ აჩვენებს.

თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
„ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“: თბილისის მერიის ახალი პროექტი

„ამ პრობლემასთან გამკლავება არის ჩვენი ვალდებულება მოსახლეობის წინაშე, პირველ რიგში მათ წინაშე, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და დედაქალაქის განვითარება გვანდო. დეზინფორმაცია არის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი", – განაცხადა კალაძემ.

თავის პირველ ვიდეოჩართვაში მერმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი არ არის მიმართული მასობრივი ინფორმაციის რომელი კონკრეტული საშუალების წინააღმდეგ. მისი თქმით, ფეიკ-ნიუსი – ესაა ბოროტება, რომელსაც ყველგან უნდა ვებრძოლოთ.

„ჩვენ არ დაგვიწყია ეს კონფრონტაცია, უბრალოდ ვებრძვით მედიის გამოყენებას ტყუილის პროპაგანდისტად. ჩვენ ამ პროექტით ვიცავთ თითოეული კეთილსინდისიერი ჟურნალისტის პროფესიონალიზმს, ვიცავთ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის შრომას, ვიცავთ მოქალაქეების განწყობას, დროს და ნერვებს", – აღნიშნა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში თავის პირველ „სპეცგამოშვებაში" მერმა „მთავარი არხის" სამი სიუჟეტი წარმოადგინა და უარყო ამ სიუჟეტებში მოწოდებული ინფორმაცია.

„მზიურის“ რეაბილიტაცია დასრულდა - ვიდეო>>

მერმა ნათელ მაგალითად მოიყვანა სიუჟეტი ორბელიანის მოედანზე მიწისქვეშა პარკირების შესახებ. „მთავარის" ჟურნალისტების ინფორმაციით, ეს პარკირება ახლა ჰგავს ნაგავსაყრელს და სავალალო მდგომარეობაშია.

კალაძემ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ სიუჟეტში ნაჩვენები იყო სხვა მიწისქვეშა ავტოსადგომის კადრები. მან ცხადად წარმოადგინა, რომ პარკირების ადგილი ორბელიანის მოედანზე ნამდვილად კარგ მდგომარეობაშია.

 

ყველა ახალი ამბავი
0