„ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“: თბილისის მერიის ახალი პროექტი

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერიის შენობა
თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერის თქმით, ზოგიერთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ თითოეულ ცრუ ინფორმაციაზე კონკრეტული პასუხი გაეცემა

თბილისი, 24 ივნისი - Sputnik. თბილისის მერია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ახალ პროექტს იწყებს - საღამოს ვიდეოჩართვებში თბილისელებს სწორ ინფორმაციას მიაწვდიან, აცხადებს ქალაქის მერი კახა კალაძე.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისში 18 ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცათ - ვიდეო

კალაძის თქმით, საზოგადოებას მიაწვდიან „სწორ ინფორმაციას იმ სიცრუეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად მისი მისამართით ისმის“.

„ხვალ, 22:00 საათზე გვექნება პირველი ვიდეოჩართვა, სადაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას მოსახლეობას და ასევე ვაჩვენებთ, თუ როგორ ცდილობენ კონკრეტული მედიასაშუალებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კონკრეტული ფაქტებით, კონკრეტული განცხადებებით ჩვენ ამ ყველაფერს მივაწვდით მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მან მოქალაქეებს მოუწოდა უყურონ ვიდეოგადაცემას, რომელშიც ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

„გვიყურეთ, რომ გქონდეთ სწორი ინფორმაცია ყველა იმ სიცრუეზე, ყველა იმ სიბინძურეზე, რაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის და პირადად ჩემი მისამართით ისმის. ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი და ყველას ცხვირ-პირში მოხვდება სიმართლის მუშტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მშენებლობა - Sputnik საქართველო
„ოლიმპიურ ვარსკვლავს" კომპანია m2 დაასრულებს: ვინ მიიღებს პირველ რიგში ბინებს

დღეს ქალაქის მთავრობამ მორიგი სხდომა გამართა, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის, საუბარი იყო სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებულ ოჯახებზე. თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო კომპანია m2 აღნიშნული მშენებლობის დასრულების ვალდებულებას იღებს და ბინებს დაახლოებით 400-მდე ოჯახი მიიღებს.

ასევე საუბარი იყო საგზაო სამუშაოებზე ქალაქში. გლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების რეაბილიტაციის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. დასასრულს უახლოვდება ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაც. დაახლოებით, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია, ასფალტის საფარის ბოლო ფენა უკვე დაიგო.

გლდანის მთავარ ქუჩებზე ძირითადი საგზაო სამუშაოები დასრულდა >>

ასევე მერმა განაცხადა, რომ გლდანის პატარა ტბის მიმდებარედ მოეწყობა ისეთი პარკი, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადმიანისთვის მიმზიდველი იქნება.  რეკრეაციული სივრცე მოეწყობა სამგორის რაიონშიც. კერძოდ, ვარკეთილის ხევში, რომლის ტერიტორიაც, დაახლოებით, 3 ჰექტარს მოიცავს.

დღეს ასევე საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები სიმბოლურ ფასად, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 18 ოჯახს გადაეცათ.

ყველა ახალი ამბავი
0