დაკავებულია ორი პირი, რომლებიც მოქალაქეებს თანხის სანაცვლოდ აშშ-ის ვიზებს ჰპირდებოდნენ

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2021
გამოწერა
თაღლითობაში ბრალდებულები მთლიანობაში დაახლოებით 145 ათასი ლარის ოდენობის თანხას დაეუფლნენ. დაკავებულებს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. სამართალდამცველებმა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორი პირი – ანალოგიურ ფაქტზე წარსულში რამდენჯერმე მხილებული 1992 წელს დაბადებული ზ.ჩ. და წარსულში თაღლითობის ბრალდებით ნასამართლევი, 1967 წელს დაბადებული ნ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
თბილისში ევროპის ქვეყნის ID ბარათის უკანონო დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს სხვადასხვა თანხის გადახდის სანაცვლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებელი ვიზის გაკეთებას ჰპირდებოდნენ. თანხის აღების შემდეგ კი წყვეტდნენ მათთან კავშირს.

არსებული ინფორმაციით, ზ.ჩ.-მ და ნ.ჯ.-მ მთლიანობაში დაახლოებით 145 ათასი ლარის ოდენობის თანხა გამოსტყუეს მოქალაქეებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0