თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრის თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 37 წლის პირი თბილისში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა ერთ–ერთ პირს შესთავაზა ევროპის ნებისმიერი ქვეყნის
ბარათის დამზადება, რომლის მეშვეობითაც ის სასურველ ქვეყანაში უპრობლემოდ შეძლებდა ცხოვრებას. ამასთან განუმარტა, რომ ID ბარათის ღირებულება იყო 5.680 აშშ დოლარი და შეეძლო ამ თანხის ეტაპობრივად გადახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მან „დამკვეთს“ 300 აშშ დოლარი წინასწარ მოტყუებით გამოართვა.
პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სხვადასხვა მოქალაქეების პირადობის მოწმობები და სხვა დოკუმენტები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 19-180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.