როგორ იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში: განრიგი და შეზღუდვები

© photo: Sputnikმგზავრები ავტობუსში
მგზავრები ავტობუსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
როგორც თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, მკაცრად გაკონტროლდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მგზავრები არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან პირბადის გარეშე.

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. თბილისში 8 თებერვლიდან ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე მოემსახურება, განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუშაობას განაახლებს.

ცარიელი რესტორნები - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
„ყინული დაიძრა“ – რესტორატორები მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმებიან

„ფუნქციონირებას დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი. სამუშაო განრიგი იქნება საღამოს კომენდანტის საათის დაწყებამდე, ანუ 9 საათამდე“, – განაცხადა ხმალაძემ.

ვიცე-მერის განმარტებით, გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა, რა დროსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იმუშავებს.

„ტრანსპორტში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. კონტროლი მოხდება ზუსტად ისე, როგორც აქამდე ხდებოდა. პირბადის გარეშე არ დაიშვება ადამიანი ტრანსპორტში, მეტროს შესასვლელები გაკონტროლდება და ავტობუსის შემთხვევაში არ დაიძვრება ავტობუსი, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე ავა, ან თუ ვინმე ტრანსპორტში მოიხსნის პირბადეს“, – აღნიშნა ხმალაძემ.

ხმალაძის ინფორმაციით, 21:00 საათის შემდეგ სატრანსპორტო სფეროში მომუშავე პერსონალის საცხოვრებელ სახლებში განაწილებას თავად მერია უზრუნველყოფს.

მისივე განცხადებით, 7 თებერვლიდან ავტობუსების ზოლში გადაადგილება ყველა სხვა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაჯარიმდება.

საქართველოში ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსით ინფიცირების ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა, შესაბამისად, მთავრობამ დაწესებული კოვიდ–შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილზე ადრე მიიღო. კერძოდ, 8 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები, 15 თებერვლიდან კი კაფე–რესტორნები.

ყველა ახალი ამბავი
0