როდის აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა: მინისტრის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerავტობუსი
ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგი ნაბიჯები ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა დაგეგმილი არ არის, გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მივიღებთ, განაცხადა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გადაწყვეტილია: მუნიციპალური ტრანსპორტი მთელ საქართველოში 8 თებერვლიდან ამოქმედდება

საქართველოში ბოლო შვიდ დღეში კორონავირუსით ინფიცირების ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა, შესაბამისად, მთავრობამ დაწესებული კოვიდ–შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება დაგეგმილზე ადრე მიიღო. კერძოდ, 8 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ღია და დახურული ტიპის ბაზრობები, 15 თებერვლიდან კი კაფე–რესტორნები.

რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, ცქიტიშვილის განმარტებით, მთავრობა ერთი კვირის განმავლობაში ქვეყნაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას შეაფასებს და დამატებით შემსუბუქებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული.

„უახლოეს პერიოდში შევაფასებთ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შედეგად გაზრდილი მობილობის შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. შეფასდება სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების შემდგომი დინამიკა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია სტაბილური იქნება ან გაუმჯობესდება, შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ნაბიჯები იქნება უფრო გაბედული და სწრაფი.

ყველა ახალი ამბავი
0