გადაწყვეტილია: მუნიციპალური ტრანსპორტი მთელ საქართველოში 8 თებერვლიდან ამოქმედდება

© Government of Georgiaგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში 28 ნოემბრიდან არ მუშაობდა. საქალაქო ტრანსპორტი 1 თებერვლიდან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში ამუშავდა თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა.

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა მთელ საქართველოში აღდგება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თუმცა შაბათ–კვირას საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ივლის.

„ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც – მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროავტობუსები“, – განაცხადა გახარიამ.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა. ამ სამ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვა 1 მარტამდე იყო დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0