ოპოზიციის პროტესტი განახლდა: ბათუმში უვადო აქცია გამოცხადდა

© Sputnik / Seyran Baroyanაქცია ბათუმში
აქცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
ბათუმში კვლავ პროტესტია – ოპოზიცია ქუჩებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქციებს მართავს.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვადამდელი არჩევნების და ავტონომიის ხელმძღვანელის თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში უვადო აქცია გამოაცხადეს.

დამცავი ფარი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
პირბადის ტარების წესის დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება

აქციაზე შეკრებილია რამდენიმე ათეული ადამიანი, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ მათ მოახერხეს შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, თუმცა შეხვედრა, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ აქციას გააგრძელებენ.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ დავიშლებით. აქედან წასვლას არ ვაპირებთ. თავისუფლად გადაადგილების უფლებას არ მივცემთ. პიკეტირება, ბლოკირება – ვისაც რა უნდა, ის დაარქვას, ჩვენ ვაპირებთ არ მივცეთ მას თავისუფლად გადაადგილების უფლება. აქ ვერ შევა და ვერ გამოვა... არ გვინდა, რომ თორნიკე რიჟვაძე იყოს ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე. ჩვენ არ აგვირჩევია თავმჯდომარედ“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის ვიცე–სპიკერი გახდა >>

ბათუმში აქციები 31 ოქტომბრიდან არ შეწყვეტილა. ოპოზიცია აპროტესტებს საპარლამენტო არჩევნების და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს და მათ გაყალბებულს უწოდებს.

ამასთან, აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული შვიდი ოპოზიციონერი დეპუტატიდან ექვსი არ მონაწილეობს სათათბირო ორგანოს მონაწილეობაში, როგორც მათი კოლეგები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში მოხვდნენ.

აქციაზე მობილიზებულია პოლიცია.

ყველა ახალი ამბავი
0