https://sputnik-georgia.com/20210204/opozicioneri-deputati-parlamentis-spikeri-gaxda-250796632.html
ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის ვიცე–სპიკერი გახდა
ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის ვიცე–სპიკერი გახდა
Sputnik საქართველო
ლევან იოსელიანი მეორე დეპუტატია ოპოზიციიდან, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. მანამდე ვიცე–სპიკერი ავთანდილ ენუქიძე გახდა. 04.02.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-02-04T16:21+0400
2021-02-04T16:21+0400
2021-10-19T17:47+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_bc60da9e7efa3ef6250d4045ee4209f9.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995993_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_070c810b341c55515ea6bf001c9baac7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პარლამენტი, საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის ვიცე–სპიკერი გახდა
16:21 04.02.2021 (განახლებულია: 17:47 19.10.2021) ლევან იოსელიანი მეორე დეპუტატია ოპოზიციიდან, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. მანამდე ვიცე–სპიკერი ავთანდილ ენუქიძე გახდა.
თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერის თანამდებობა დაიკავა.
მის კანდიდატურას მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა.
იოსელიანი ვიცე–სპიკერის თანამდებობაზე ოპოზიციის კვოტიდან აირჩიეს. უფრო ადრე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი ოპოზიციიდან „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ავთანდილ ენუქიძემ დაიკავა. ამგვარად, ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატიდან ორს სპიკერატში მაღალი თანამდებობა უკავია.
ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეებმა“ არჩევნებზე ამომრჩეველთა 25,5 ათასი ხმა მიიღო და პარლამენტში ორი მანდატი მოიპოვა.
ამჟამად საკანონმდებლო ორგანოში 60 ოპოზიციური ადგილიდან მხოლოდ ექვსია დაკავებული – ოთხია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული, რომლებმაც შემდეგ თავიანთი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს, და ორი – „მოქალაქეების“ წარმომადგენელი.
პარლამენტის თავმჯდომარის მეოთხე მოადგილედ ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს>>
დანარჩენი ოპოზიციონერები, რომლებიც პარლამენტში გავიდნენ, ბოიკოტს აცხადებენ და მანდატებზე უარს ამბობენ.