ილია მეორე: მთელი საქართველო გლოვობს ბატონ თემურ წიკლაურის გარდაცვალებას...

© photo: Sputnik / Stringerანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თემურ წიკლაურის ოჯახს მიუსამძიმრა და გამძლეობა უსურვა

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik.  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

თემურ წიკლაური - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
თემურ წიკლაური: მე მოხუცი არ ვარ და არც წლებს ვითვლი

ყველასათვის საყვარელი მომღერალი, ანსამბლ „ივერიის“ უცვლელი სოლისტი თემურ წიკლაური 74 წლის ასაკში 1 თებერვალს კორონავირუსის გართულებისგან გარდაიცვალა.

„მთელი საქართველო გლოვობს ბატონ თემურ წიკლაურის გარდაცვალებას; იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას, როგორც არა მარტო მომღერალი, არამედ – როგორც პიროვნებაც. ყველა ლოცულობდა მისი გადარჩენისთვის, მაგრამ იგი, ღვთის განგებულებით, ცათა სიმაღლეების გზას შეუდგა“, - აღნიშნავს პატრიარქი.

ილია მეორის განცხადებით, თემურ წიკლაური ხშირად ეწოდა ქველმოქმედებას. მან მეგობრების ფინანსური დახმარებით და ქართველ-ებრაელთა თანადგომით იერუსალიმში შეიძინა დიდი კერძო სახლი, სადაც უკვე ათწლეულებია ქართული კულტურის ცენტრი ფუნქციონირებს.

„ეს ძალიან დიდი ეროვნული და საღვთო საქმეა... შემდეგ მან სტიქაროსნობაც დაიწყო და მას უკვე ხშირად ხედავდნენ ტაძარში ღვთისმსახურთა შორის. სიყვარულის გაცემისთვის უშურველი, წრფელი, მეგობრობისათვის მოწოდებული, თავის ხმასავით ძლიერი და, ამავე დროს, ლმობიერი, სარწმუნოებისათვის გულმხურვალე, ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში.
საქართველოში ცნობილი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური მოიგონეს - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
საქართველო ცნობილ მომღერალსა და მსახიობს თემურ წიკლაურს ემშვიდობება

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მოუწოდებს მრევლს, ილოცონ თემურ წიკლაურის სულისათვის.

თემურ წიკლაური 1967 წლიდან საქართველოს ფილარმონიის მსახიობია. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან კი ანსამბლ „ივერიას“ უცვლელი სოლისტია. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლებში: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).

თემურ წიკლაურს მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და...“ (1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985).

2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თემურ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან. ჰყავს მეუღლე ლილი ზღვაური და ქალიშვილი ქეთევან წიკლაური.

ყველა ახალი ამბავი
0