მისი შემოქმედების ათვლა ანსამბლ „ციცინათელადან” იწყება, განსაკუთრებული პოპულარობა კი „ივერიამ“ მოუტანა, რომელსაც ის საკუთარ ოჯახსაც უწოდებდა. 200-მდე კომპოზიციასთან ერთად, იყო როლები სხვადასხვა მიუზიკლსა და სპექტაკლში. ბოლო სიმღერა, რომელზეც კლიპიც გადაიღო, გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე ჩაწერა და მსმენელს „ჰერიო, ბიჭებოთი“ დაემშვიდობა.
ცნობილი მომღერალი და მსახიობი კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში თვეზე მეტი მკურნალობდა. თემურ წიკლაურს ლურჯი მონასტრიდან გამოასვენებენ და კოჯორში შვილის გვერდით დაკრძალავენ.