გიორგი გახარია უნგრეთის ელჩს შეხვდა

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მომავალი პერსპექტივები განიხილეს.

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან შეხვედრა გამართა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

პეტერ სიიარტო - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2020
ქართულ-უნგრული თანამშრომლობის პერსპექტივები: უნგრეთის მთავარი დიპლომატის ვიზიტის შედეგები

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი განიხილეს და აღნიშნეს, რომ გლობალურ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე პანდემიის უარყოფითი გავლენის მიუხედავად ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები სტაბილურია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე.

„COVAX-პლატფორმის გარდა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ინტენსიურ ორმხრივ მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობარ სახელმწიფოებთან, რათა ქვეყანამ ვაქცინის დამატებითი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს. ვაქცინაზე წვდომის ხელშეწყობის მხრივ კი პარტნიორების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გახარიამ შეხვედრაზე.

ამასთან, საუბარი იყო ქვეყანაში არსებული შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნასა და 1 თებერვლიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენების განახლებაზე.

უნგრეთის ელჩმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში უნგრეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთაშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.

ყველა ახალი ამბავი
0