გამყრელიძე: ვიკვლევთ ერთ შემთხვევას, სადაც შესაძლოა იყოს რეინფიცირება

© photo: Pixabay / luvqsლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საქართველოში შესაძლოა კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა დადასტურდეს, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

კორონავირუსის ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2021
ახალი შტამი საქართველოშია: არსებობს თუ არა აფეთქების საფრთხე – იმნაძის განმარტება

მისი თქმით, მედიკოსები რეინფიცირებაზე იკვლევენ ერთ შემთხვევას, დანარჩენი შემთხვევები ლაბორატორიის ეპიდემიოლოგების მიერ არის უარყოფილი.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, რეინფიცირებასთან დაკავშირებით რამდენიმე ათეული შემთხვევის კვლევა მიმდინარეობდა.

„აქედან უმრავლესობა იქნა უარყოფილი, რადგან რეინფიცირება მარტო იმით არ დგინდება, რომ გაზაფხულზე იყო კოვიდი და ახლა კიდევ არის, ამას სჭირდება გენეტიკური კვლევა, რამდენად სხვადასხვა შტამით იყო ეს კოვიდი გამოწვეული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში, გარდა ძირითადი შტამისა, ოცამდე შტამი იქნა დაფიქსირებული.

„რესპირაციულ ვირუსებს ხშირი მუტაციები ახასიათებთ, მაგრამ საბედნიეროდ ეს მუტაციები რაც ხდებოდა, არ ახდენდა დიდ გავლენას, გარდა ბრიტანულისა, რომელმაც ოდნავ გადამდებლობაზე და ასაკზე მოახდინა გავლენა, მაგრამ სიკვდილიანობაზე არ მოახდინა“, - ამბობს გამყრელიძე.

მძინარე კატა - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
ლატვიაში კორონავირუსით კატის ინფიცირება დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის შექმნა, მომავალში კი კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების გამოჩენა სიტუაციას საგრძნობლად შეამსუბუქებს. თუმცა რეკომენდაციების დაცვა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება საჭირო.

ეპიდემიოლოგები სისტემატურად მოუწოდებენ მოსახლეობას, დაიცვან მარტივი წესები – ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და ჰიგიენის ელემენტარული ნორმები.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 583-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 260.480-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0