ლატვიაში კორონავირუსით კატის ინფიცირება დადასტურდა

CC0 / Pixabay / მძინარე კატა
მძინარე კატა - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
კატას ჩაუტარდა ტესტირება იმ კვლევის ფარგლებში, რომელიც არის ნაწილი სახელმწიფო კვლევითი პროგრამის „COVID-19-ის შედეგების შემცირება“

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ლატვიაში პირველად დაფიქსირდა კატის კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა, განუცხადა ჟურნალისტებს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარმა ინფექციონისტმა უგო დუმპისმა.

კორონავირუსის უჯრედი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
აღმოჩენილია კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამის ახალი მუტაცია

„ლატვიაში პირველად დაფიქსირდა COVID-19-ით კატის ინფიცირება, კიდევ რამდენიმე კატას ახალი კორონავირუსის მიმართ ანტისხეულები აღმოაჩნდა“, - განაცხადა დუმპისმა.

მედიკოსმა აღნიშნა, რომ ლატვია პირველი ქვეყანაა ბალტიისპირეთში, სადაც კორონავირუსით ინფიცირება ამ სახეობაში გამოვლინდა.

აღმოჩნდა, რომ კატებში აღებული ნიმუშები 31 იანვარს შემოწმდა. ნიმუშები აუღეს 240 ცხოველს, მათი ნაწილი იმ ადამიანების შინაური ცხოველია, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდა.

აღინიშნა, რომ კატებს ჩაუტარდა ტესტირება იმ კვლევის ფარგლებში, რომელიც არის ნაწილი სახელმწიფო კვლევითი პროგრამის „COVID-19-ის შედეგების შემცირება“.

ყველა ახალი ამბავი
0