აღმოჩენილია კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამის ახალი მუტაცია

© AFP 2024 / HANDOUTკორონავირუსის უჯრედი
კორონავირუსის უჯრედი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
ეს მუტაცია, რომელსაც მეცნიერებმა E484K-ის დასახელება მისცეს, ადრე კორონავირუსის „სამხრეთაფრიკულ“ და „ბრაზილიურ“ ვარიანტებში გამოავლინეს.

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამმართველო იუწყება.

ხანდაზმულთა ვაქცინაცია იტალიაში - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2021
იტალიაში ხანდაზმულებს AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთება არ ურჩიეს

მუტაცია E484K ადრე კორონავირუსის „სამხრეთაფრიკულ“ და „ბრაზილიურ“ ვარიანტებში გამოვლინდა.

როგორც ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, ეს მუტაცია კორონავირუსს ხდის უფრო მდგრადს იმუნური პასუხის მიმართ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ზოგიერთი არსებული ვაქცინის ეფექტურობას კი ამცირებს. ამიტომ ადამიანებს, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19, მუტაციაგანცდილი „ბრიტანული“ შტამით ინფიცირების შანსი მაინც მაღალი აქვთ.

2020 წლის ბოლოს ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები სახეობის გამოვლენის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ გაერთიანებულ სამეფოსთან საზღვარი დაკეტა. დიდმა ბრიტანეთმა თავადაც ჩაკეტა საზღვარი ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანასთან, პორტუგალიასთან და რამდენიმე აფრიკულ ქვეყანასთან, სადაც კორონავირუსის ახალი შტამებია აღმოჩენილი.

ყველა ახალი ამბავი
0