იტალიაში ხანდაზმულებს AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთება არ ურჩიეს

© AFP 2024 / HANDOUTხანდაზმულთა ვაქცინაცია იტალიაში
ხანდაზმულთა ვაქცინაცია იტალიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანალოგიური რჩევა მისცა თავის მოქალაქეებს გერმანიაში რობერტ კოხის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან არსებულმა მუდმივმოქმედმა კომისიამ ვაქცინაციის საკითხებში

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. სამკურნალო პრეპარატების იტალიურმა სააგენტომ (Aifa) ქვეყანაში დაუშვა COVID-19-ის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება, რომელიც ბრიტანულ-შვედურმა კომპანიამ ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად შექმნა, იუწყება РИА Новости ტელეარხ RaiNews24-ზე დაყრდნობით.

ვაქცინაცია Sputnik V–თი - Sputnik საქართველო
რით განსხვავდება ერთმანეთისგან კორონავირუსის ვაქცინები: Спутник V, Pfizer, Moderna

იტალიის რეგულატორის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ადგილობრივი მედია იუწყება, რომ Aifa-მ აღნიშნული პრეპარატის გამოყენება უმეტესად 18-დან 55 წლამდე ასაკის პირთათვის ურჩია. მეტიც, გაზეთ Corriere della Sera-ს მონაცემებით, სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინა აღიარა როგორც „არაეკვივალენტური“ იტალიაში მოხმარებაში უკვე არსებული პრეპარატების მიმართ, რომლებიც კომპანიებმა Pfizer/BioNThec-მა და Moderna-მ შექმნეს.

რეგულატორი თავის პოზიციას ასაბუთებს იმით, რომ AstraZeneca-მ წარადგინა არასაკმარისი ინფორმაცია თავისი ვაქცინის ხანდაზმულ ადამიანებზე ზეგავლენის კუთხით. ცნობილმა ვირუსოლოგმა, Aifa-ს ხელმძღვანელმა ჯორჯო პალუმ აღნიშნა, რომ 65 წელს ზემოდ ასაკობრივი კატეგორია „არც ისე საკმარისად იყო წარმოდგენილი კვლევებში“, და ამიტომ AstraZeneca-ს პრეპარატით აცრის რეკომენდაცია პირველ რიგში შრომისუნარიანი ასაკის მოქალაქეებისთვის გასცა.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო გერმანიაში რობერტ კოხის ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან არსებულმა მუდმივმოქმედმა კომისიამ ვაქცინაციის საკითხებში, რომელმაც AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება მხოლოდ 65 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის დაუშვა. თავის მხრივ, სამკურნალო საშუალებების ევროპულმა სააგენტომ (ЕМА) AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება და ევროკავშირის ბაზარზე მისი დაშვება 18 წელს ზემოდ ასაკის ყველა პირთათვის ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გადაწყვიტა. თუმცაღა, Aifa-ს ექსპერტებმა დაუშვეს, რომ გადახედავენ თავის გადაწყვეტილებას, თუ მწარმოებელი კომპანია ახალ მონაცემებს წარადგენს.

ვაქცინის წარმოება - Sputnik საქართველო
ევროკომისიამ ევროკავშირში COVID-19-ის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინის გამოყენება დაუშვა

ამგვარად, იტალიაში ხანდაზმულთა ვაქცინაციისთვის ჯერჯერობით დაშვებული იქნება მხოლოდ Pfizer/BioNThec-ის და Moderna-ს პრეპარატები. ექსპერტთა თვალსაზრისით, ამან შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის ვადები, იმის გათვალისწინებით, რომ Pfizer-ის მხრიდან მიწოდებები მნიშვნელოვნად შემცირებულია. აპენინის ნახევარკუნძულზე ვაქცინაციის კამპანიის პირველ ეტაპზე 80 წელს ზემოდ ასაკის 4,4 მილიონი მოქალაქის აცრა იგეგმება.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შაბათისთვის ქვეყანაში უკვე COVID-19-ის საწინააღმდეგო 1,81 მილიონ დოზაზე მეტია გამოყენებული. თუმცა პრეპარატის ორივე ინიექცია მხოლოდ 483 ათას ადამიანს აქვს გაკეთებული.

ყველა ახალი ამბავი
0