ევროკომისიამ ევროკავშირში COVID-19-ის საწინააღმდეგო კიდევ ერთი ვაქცინის გამოყენება დაუშვა

© photo: Sputnik / AFK Sistema / გადასვლა მედიაბანკშივაქცინის წარმოება
ვაქცინის წარმოება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის ევროკომისიის კონტაქტების წყალობით ხელმისაწვდომი გახდება ანტიკორონავირუსული ვაქცინის 2,3 მილიარდზე მეტი დოზა

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ევროკომისიამ ევროკავშირის ბაზარზე კომპანია AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაუშვა, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავის Twitter-ზე დაწერა.

ვაქცინაცია გერმანიაში - Sputnik საქართველო
სერბეთში ვაქცინის გვერდითი მოვლენების ნახევარზე მეტი Pfizer-ის ვაქცინაზე მოდის

„ჩვენ ახლახან, სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტოს (ЕМА) დადებითი შეფასების შემდეგ დავუშვით AstraZeneca-ს ვაქცინა ევროკავშირის ბაზარზე. მე ველოდები, რომ როგორც შევთანხმდით, კომპანია 400 მილიონი დოზის მოწოდებას განახორციელებს “, - დაწერა მან.

ადრე ЕМА-მ და ევროკომისიამ გასცეს Pfizer/BioNTech-ის (600 მილიონამდე დოზის შესყიდვა) და Moderna-ს (160 მილიონი დოზა) კომპანიების ვაქცინების გამოყენების ნებართვა. გარდა ამისა, ევროკომისიამ ევროკავშირში ვაქცინების მიწოდების შესახებ კონტრაქტები გააფორმა კომპანიებთან  Johnson&Johnson, Sanofi-GSK, CureVac, თუკი ისინი უსაფრთხო და ეფექტური აღმოჩნდება. ამ კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე თავისი პრეპარატების ავტორიზაციის განაცხადები ჯერ არ შეუტანიათ.

ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის ევროკომისიის კონტაქტების წყალობით ხელმისაწვდომი გახდება ანტიკორონავირუსული ვაქცინის 2,3 მილიარდზე მეტი დოზა - ევროკავშირის მოსახლეობა დაახლოებით 450 მილიონ ადამიანს შეადგენს. ევროკომისია აცხადებდა, რომ შესაძლებელი იქნება ამ ვაქცინების მესამე ქვეყნებისთვის გადაცემა. თუმცა ჯერჯერობით ევროკავშირს დათქმული რაოდენობის ვაქცინების პარტიების მიღებასთან დაკავშირებით სირთულეები ექმნება.

ყველა ახალი ამბავი
0