Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სერბეთში ვაქცინის გვერდითი მოვლენების ნახევარზე მეტი Pfizer-ის ვაქცინაზე მოდის

© AP Photo / Matthias Beinვაქცინაცია გერმანიაში
ვაქცინაცია გერმანიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო რეგულატორის 29 იანვრის მონაცემებით, სერბეთში ვაქცინაცია 400 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. სერბეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებისას გვერდითი მოვლენების ნახევარზე მეტი ამერიკულ–გერმანული წარმოების ვაქცინაზე Pfizer/BioNTech მოდის, განაცხადა წამლისა და სამედიცინო საშუალებების სააგენტოს (ALIMS) წარმომადგენელმა პავლე ზელიჩმა.

სახელმწიფო რეგულატორის მონაცემებით, 29 იანვრისთვის სერბეთში ვაქცინაცია 400 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.

ვაქცინაცია Sputnik V–თი - Sputnik საქართველო
რით განსხვავდება ერთმანეთისგან კორონავირუსის ვაქცინები: Спутник V, Pfizer, Moderna

„ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 62 არასასურველი რეაქცია. აქედან 35 მოდის Pfizer-ის ვაქცინაზე, 26 – Sinopharm-ზე და მხოლოდ ერთი – „სპუტნიკ V“-ზე“, – განაცხადა ზელიჩმა ეროვნული ტელევიზიის ეთერში.

მან დასძინა, რომ ძირითადად საუბარია აცრისას ნაჩხვლეტის ადგილზე რეაქციებზე, როგორიცაა ტკივილი, შესიება, შეწითლება.

„აღნიშნულია სისტემური რეაქციებიც – ხშირად იმატებს ტემპერატურა – არაუმეტეს სამი დღისა, სისუსტე, დაღლილობა და თავის ტკივილი. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშფოთოს“, – აღნიშნა ზელიჩმა.

კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხოა – თენგიზ ცერცვაძე>>

ბელგრადმა პარასკევს რუსული ვაქცინის პარტია მიიღო. ALIMS-მა მისი გამოყენების ნებართვა უნდა გასცეს. სერბეთის ინოვაციების მინისტრმა ნენად პოპოვიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება „სპუტნიკ V“-ს სერბეთში წარმოების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0