საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინირებული მგზავრებისთვის შეზღუდვა სრულად მოხსნა

© photo: Sputnikთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
გამოწერა
ტურისტული სფერო ის დარგია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ძალიან დაზარალდა. გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 90 პროცენტზე მეტით შემცირდა.

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. ბრიტანული გამოცემა Independent-მა იმ სახელმწიფოების სია გამოქვეყნა, სადაც ვაქცინირებული ტურისტები მოგზაურობას შეძლებენ.

გამოცემის ინფორმაციით, 1 თებერვლიდან საქართველოში მოგზაურობა იმ საერთაშორისო მოგზაურებს შეუძლიათ, ვისაც კოვიდ-ვაქცინის სრული კურსი აქვს გავლილი და დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს.

ბოინგ 737 - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2021
საქართველო 1 თებერვლიდან რეგულარული ფრენებს ყველა მიმართულებით აღადგენს

„საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც ვაქცინირებული მგზავრებისთვის საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვები სრულად მოხსნა. თუ ვაქცინირებული ხართ, საქართველოში მოგზაურობისთვის თქვენ აღარ დაგჭირდებათ არც წინასწარ და არც ადგილზე ტესტის ჩატარება, არ მოგიწევთ კარანტინის გავლა“, – წერს გამოცემა Independent.

საქართველოსთან ერთად სიაში სეიშელის კუნძულები, ესტონეთი, რუმინეთი, ისლანდია და კვიპროსი მოხვდნენ.

საქართველომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა 1 თებერვლიდან განაახლა.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტის შუა რიცხვებში სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა, მარტის ბოლოს კი ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეაჩერა. შეზღუდვები არ ეხებოდა მხოლოდ იმ სპეცრეისებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად.

ყველა ახალი ამბავი
0