საქართველო 1 თებერვლიდან რეგულარული ფრენებს ყველა მიმართულებით აღადგენს

© AP Photo / Ted S. Warrenბოინგ 737
ბოინგ 737 - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალი თვიდან ყველა ავიაკომპანიას შეუძლია საქართველოს მიმართულებით ფრენები განახორციელოს გარკვეული რეკომენდაციების დაცვით, განაცხადა ნათია თურნავამ.

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველო რეგულარულ ავიამიმოსვლას 1 თებერვლიდან განაახლებს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 1 თებერვლიდან რეგულარული ფრენების დაშვების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ყველა ავიაკომპანიას, რომელიც ახორციელებს რეგულარულ ავიარეისებს, ან ახალ კომპანიებს საქართველოში ფრენების განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ“, – განაცხადა თურნავამ. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
როდის განახლდება რეგულარული ავიამიმოსვლა ევროპასთან – გახარიას განმარტება

ავიაკომპანიებმა რეისები უსაფრთხოების ზომებისა და სამედიცინო პროტოკოლის გათვალისწინებით უნდა შეასრულონ, აღნიშნა მან.

„მომავალ კვირაში ჩვენ განვიხილავთ და ასევე ჩამოვყალიბდებით, თუ როგორ გავამარტივოთ უცხოელი ვიზიტორებისთვის საქართველოში შემოსვლა“, – განაცხადა თურნავამ.

მისი განმარტებით, პირველ რიგში ეს შეეხება ევროკავშირის, ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მოქალაქეებს.

„ზაფხულისთვის ჩვენ შევძლებთ ყველა ტურისტის მიღებას“, – დასძინა თურნავამ.

საქართველომ ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით გასული წლის მარტის შუა რიცხვებში შეწყვიტა, როდესაც ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ გამოაცხადა. შეზღუდვები არ ეხებოდა მხოლოდ იმ სპეცრეისებს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისახავდა მიზნად. ზაფხულის შუა პერიოდში რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების გამო უმეტესი მათგანი ისევ შეჩერდა. ბოლოს ავიამიმოსვლის აკრძალვის ვადა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა. 

ყველა ახალი ამბავი
0