რუსეთმა და აშშ-მა შეიარაღებაზე ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ ნოტები გაცვალეს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ მოსკოვი მზადაა აშშ-თან სამუშაოდ გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცების საკითხზე

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. რუსეთისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკურმა უწყებებმა გაცვალეს ნოტები სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შეთანხმების გახანგრძლივების თაობაზე. იუწყება РИА Новости რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედების ვექტორი იცვლება: ექსპერტის განმარტება >>

ამგვარად, დოკუმენტი ძალაში შევიდა და, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, „იმოქმედებს იმ სახით, როგორსაც ხელი მოეწერა, რაიმე ცვლილებების, დამატებების გარეშე 2026 წლის 5 თებერვლამდე“. საგარეო პოლიტიკურ უწყებაში დასძინეს ასევე, რომ მოსკოვი მზადაა აშშ-თან ერთად იმუშაოს გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცებაზე.

„ვიმედოვნებთ, რომ ვაშინგტონთან მიღწეული თანხმობა საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ხელშეკრულების ბედთან დაკავშირებით შესაძლებლობას მოგვცემს, გადავლახოთ ბოლო წლებში აშშ-ის დესტრუქციული პოლიტიკის შედეგად წინა პლანზე წამოწეული, შეიარაღებასა და გაუვრცელებლობაზე კონტროლის მექანიზმების მოშლის ტენდენცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ, თავის მხრივ, აპირებს ის ხუთი წელიწადი, რომლის განმავლობაშიც ხელშეკრულება იმოქმედებს, გამოიყენოს რუსეთთან შეიარაღებაზე (რომელიც მთელ მის ბირთვულ შეიარაღებას მოიცავს) კონტროლის განსახილველად. ამის თაობაზე სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი.

„ჩვენი ურთიერთქმედება რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარეობს იმ ფორმით, რომელიც აშშ-ის ინტერესებს შეესატყვისება, მაგალითად, ეს გულისხმობს შეთანხმების ხუთი წლის ვადით გახანგრძლივებასა და ფართო განხილვების მცდელობას, რათა შემცირდეს კრიზისისა და კონფლიქტის ალბათობა“, - დასძინა სახელმწიფო მდივანმა.

აშშ თურქეთს С-400-ების შესყიდვის გამო სანქციებს უწესებს - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2020
აშშ თურქეთს С-400-ების შესყიდვის გამო სანქციებს უწესებს

სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულება (СНВ-III) 2011 წლის 5 თებერვლიდან ამოქმედდა. ეს არის ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მის თანახმად, თითოეულმა მხარემ თავისი ბირთვული არსენალი აუცილებლად უნდა შეამციროს იმგვარად, რომ შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 700 კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებსა და მძიმე ბომბდამშენებს, 1500 ქობინს („ბოეგოლოვკა“) და 800 განთავსებულ და განუთავსებელ გამშვებ მოწყობილობას.

შეთანხმების ვადა მიმდინარე წლის 5 თებერვალს იწურებოდა. აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეთანხმება ამერიკისთვის არახელსაყრელად გამოაცხადა და ჩინეთის მონაწილეობით ახალი დოკუმენტის შემუშავების ინიციატივით გამოვიდა. ვაშინგტონმა დაუშვა შეთანხმების გახანგრძლივება, მაგრამ სხვადასხვა პირობის შესრულების შემთხვევაში, ვერიფიკაციის რეჟიმის ჩათვლით. მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.

ტრამპის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე მოსულმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა შეთანხმების გახანგრძლივებას დამატებითი პირობების გარეშე.

ყველა დიპლომატიური პროცედურისა და პარლამენტის ორივე პალატაში СНВ-III შეთანხმების გახანგრძლივების მხარდაჭერის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას ხელი მოაწერა კანონს დოკუმენტის რატიფიკაციის შესახებ, რის შედეგადაც მისი მოქმედების ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0