14:22 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (764)
250 0 0

შეთანხმება СНВ-III, რომელსაც ხელი 2010 წელს მოეწერა, ხოლო ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა, ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, ინაუგურაციისთანავე განიხილოს საკითხი СНВ-III–ის შესაძლო გაგრძელების შესახებ, განაცხადა სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა ენტონი ბლინკენმა.

მისი თქმით, თეთრი სახლის ახალი გუნდი შეეცდება მიაღწიოს სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირებისა და შეზღუდვის შესახებ ხელშეკრულების (СНВ-III) შემდგომ გაგრძელებას.  

ამასთან, როგორც  ბლინკენი ირწმუნება, ადმინისტრაცია არ დაეთანხმება არცერთ შეზღუდვას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით.

აშშ–ის ამ განზრახვაზე  რადიო Sputnik–ის ეთერში კომენტარი გააკეთა სამხედრო პოლიტოლოგმა ანდრეი კოშკინმა.

„ბაიდენის ადმინისტრაციის განზრახვას, რომ მათ СНВ-III–ს გაგრძელება სურთ, მხოლოდ მივესალმებით. ეს გარკვეულწილად ცვლის აშშ–სა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთქმედების ვექტორს. გამალებული ბირთვული შეიარაღების შეკავების მექანიზმის შენარჩუნებისკენ სწრაფვა ალბათ იქნება შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სხვა პოლიტიკის დასაწყისი  სტრატეგიული შეიარაღების შეკავების კუთხით. ეს, დიდი ალბათობით, სხვა შეთანხმებებამდე მიგვიყვანს, რომლებიც სრული მოცულობით შეუწყობს ხელს სახელმწიფოთა ბირთვული საშუალებების გაკონტროლებას — მათ შორის, აშშ–საც“, — აღნიშნა ექსპერტმა.

შეთანხმება СНВ-III, რომელსაც ხელი 2010 წელს მოეწერა, ხოლო ძალაში 2011 წლის 5 თებერვალს შევიდა, ერთადერთი მოქმედი შეთანხმებაა რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის თაობაზე. მის თანახმად, თითოეულმა მხარემ თავისი ბირთვული არსენალი აუცილებლად უნდა შეამციროს იმგვარად, რომ შეიარაღების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს 700 კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას, წყალქვეშა ნავების ბალისტიკურ რაკეტებსა და მძიმე ბომბდამშენებს, 1500 ქობინს („ბოეგოლოვკა“) და 800 განთავსებულ და განუთავსებელ გამშვებ მოწყობილობას.

ყოველგვარი პირობის გარეშე: პუტინი СНВ-3-ის გახანგრძლივებაზე ინიციატივით გამოდის>>

გარდა ამისა, შეთანხმება ავალდებულებს მოსკოვსა და ვაშინგტონს, გაცვალონ ინფორმაცია ქობინების რაოდენობასა და მათ მატარებლებზე წელიწადში ორჯერ.

2018 წლის 5 თებერვალი იყო უკიდურესი ვადა, რა დროისთვისაც რუსეთსა და შეერთებულ შტატებს СНВ-III-ის შეთანხმებაზე საკონტროლო მაჩვენებლებისთვის უნდა მიეღწიათ. შეთანხმებას ვადა 2021 წლის თებერვალში გასდის. ვაშინგტონი სხვადასხვა პირობებით მოითხოვს მოლაპარაკებებში პეკინის ჩართვას ახალი სამმხრივი ბირთვული შეთანხმების შესამუშავებლად. ჩინეთი ამ იდეას უარყოფს.

თემები:
რუსეთი დღეს (764)

მთავარი თემები