გამორიცხული არ არის: ჯანმოს ჯგუფმა კორონავირუსის უჰანის ლაბორატორიიდან „გაქცევა“ დაუშვა

© REUTERS / CHINA DAILYკორონავირუსი ჩინეთში
კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფმა უჰანში ჩასვლა კორონავირუსის წარმოშობის გამოსაძიებლად ვირუსის აფეთქებიდან მხოლოდ 12 თვის შემდეგ შეძლო. მათ მუშაობას ჩინეთის ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. მსოფლიო ექსპერტების ჯგუფი, რომელიც ამ დროისათვის ჩინეთის ქალაქ უჰანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელით მუშაობს COVID-19-ის წარმოშობის დადგენაზე, არ გამორიცხავს, რომ ვირუსს უჰანის ლაბორატორიიდან გამოეჟონა, იუწყება გამოცემა Mirror.

 ვირუსოლოგიის ლაბორატორია უჰანში  - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2020
შეიქმნა ხელოვნურად, გავრცელდა შემთხვევით: ქვეყნდება ბრიტანული დაზვერვის შეფის ექსკლუზივი

გავრცელებული ინფორმაციით, ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ცდილობს გაარკვიოს, როგორ დაავადდა ნულოვანი პაციენტი ახალი ტიპის კორონავირუსით, უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის კარგად დაცულ ლაბორატორიაში დაახლოებით ოთხი საათი დაჰყო. სწორედ უჰანი იქცა ერთი წლის წინ კორონავირუსის აფეთქების ცენტრად, რასაც მსოფლიოში უკვე შეეწირა ორ მილიონზე მეტი ადამიანი.

ბრიტანელი მეცნიერი პიტერ დაშაკი ხაზს უსვამს, რომ კვლევის პროცესში ჯანმოს ჯგუფი იღებენ ისეთ მონაცემებს, „რომლებიც მანამდე არავის უნახავს“. მისი თქმით, საქმე „მკვდარი წერტილიდან მართლა დაიძრა“.

მიუხედავად იმისა, რომ უჰანის ლაბორატორია კატეგორიულად უარყოფს ვირუსის მათგან გაჟონვას, დაშაკი ქვეყანაში ჩასვლის პირველივე დღიდან აცხადებს, რომ ამგვარი თეორია არ გამოირიცხება.

„ნებისმიერ მონაცემს, რომელიც რაიმე ჰიპოთეზაზე მიანიშნებს, აუცილებლად შევისწავლით და დავაკვირდებით იმ მტკიცებულებებს, რომლებთანაც ისინი მიგვიყვანს. თუ ისინი ზღვის პროდუქტების ბაზართან მიგვიყვანს, იქით წავალთ, თუ ველური ცხოველების ფერმებთან ან ფრინველების ბაზართან — იქით, ხოლო თუ მტკიცებულებები უჰანის ლაბორატორიამდე მიგვიყვანს — ჩვენც იქით წავალთ. ყველა ვერსიას განვიხილავთ და ვინარჩუნებთ მიუკერძოებლობას“, — ამბობს მეცნიერი.

ჩინეთი მანამდე არაერთხელ დაადანაშაულეს დაავადების აფეთქების დამალვაში და იმაში, რომ ინფორმაცია ჯანმოს დროულად არ მიაწოდა. გამოითქვა ვარაუდიც, რომ კორონავირუსით პირველი ინფიცირებული ადამიანი, ე.წ. ნულოვანი პაციენტი ქალაქ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში მუშაობდა.

ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2020
ეჭვები გაძლიერდა: ახალი კვლევა კორონავირუსის ხელოვნურ წარმოშობაზე მიანიშნებს

აღსანიშნავია, რომ მანამდე აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ტრამპმაც და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც არაერთხელ უსაყვედურეს ჩინეთს ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებული მონაცემების არასაკმარისი გამჭვირვალობის გამო. პომპეომ მოუწოდა პეკინს, ეცნობებინა, შეეძლო თუ არა ვირუსს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან „გამოქცევა“, სადაც საშიშ ინფექციებს იკვლევენ. 

ჩინეთის ხელისუფლებამ და ლაბორატორიის ხელმძღვანელობამ არაერთხელ უარყვეს ახალი კორონავირუსის ჩინური წარმოშობა და ლაბორატორიიდან მისი გაჟონვის შესაძლებლობა. ამასთან ქვეყნის ხელმძღვანელობა წინააღმდეგობას უწევდა ჩინეთში ექსპერტების შესვლას ვირუსის წარმოშობის გამოძიების მიზნით. ამ ხელის შემშლელი მიზეზების გამო მეცნიერებმა გამოძიება ვირუსის აფეთქებიდან მხოლოდ 12 თვის შემდეგღა დაიწყეს, თანაც ჯანმოს მისიას ჩინეთის ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებს. 

ყველა ახალი ამბავი
0