მიმოხილვა: შავ ზღვაში კიდევ ერთი ამერიკული ნაღმმზიდი განადგურდა პირობითად

© photo: Sputnik / Denis Petrov / გადასვლა მედიაბანკში ხომალდი Donald Cook-ი
 ხომალდი Donald Cook-ი  - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
რუსეთის საზღვრებთან ახლოს პენტაგონის მანევრებისთვის აქტიური წინააღმდეგობის გაწევა ავიაციისა და ფლოტის ძალებით —  რუსეთის უსაფრთხოების პირობაა. ამიტომ რუსეთი საბრძოლო მოქმედებებისთვის მზადაა.

შავი ზღვის აკვატორიაში 28 იანვარს წელს უკვე მეორედ შევიდა ამერიკული ნაღმმზიდი „პორტერი“, რომელიც ოპერატიურად აღმოაჩნეს რუსეთის შავი ზღვის  ფლოტისა და სამხედრო–კოსმოსური ძალების საშუალებებმა. 30 იანვარს წვრთნების დროს ყირიმისა და კრასნოდარის მხარის ავიაბაზებიდან ჰაერში რვა გამანადგურებელი და ბომბდამშენი (Су-30СМ, Су-24М, Су-27, Су-34) აფრინდა და პირობითი სარაკეტო შეტევა მიიტანა „პორტერზე“.

ნაღმმზიდი „დონალდ კუკი“ - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2021
მიმოხილვა: ამერიკული „დონალდ კუკი“ სწავლებაზე პირობითად განადგურდა

ამასთან ამერიკელების მოკავშირე ბულგარეთისა და რუმინეთის სამხედრო–საჰაერო ძალებმა საბრძოლო რეაგირება ვერ მოასწრეს ან უბრალოდ არც გაინძრნენ. შევნიშნავთ, რომ ამერიკული ხომალდი იგივე ტიპის „არლი ბერკთან“ და „ნაღმმზიდ „დონალდ კუკთან“ ერთობლივი მოქმედებებისთვის მიემართებოდა შავ ზღვაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არაერთხელ აღნიშნეს, რომ შავ ზღვაში რეგიონის არაწევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების ყოფნა ხელს არ უწყობს სტაბილიზაციას. უკრაინაში აშშ–ის საელჩომ 28 იანვარს განაცხადა, რომ „პორტერი“ შავ ზღვაში ნატოელი პარტნიორების უსაფრთხოების მხარდასაჭერ მოქმედებებში მიიღებდა მონაწილეობას — მონტროს კონვენციის შესაბამისად.

სამწუხაროდ, აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალები არ აღიარებენ ზღვების ცალკეულ ნაწილებს რუსეთის კუთვნილებად და განზრახ ქმნიან კონფლიქტურ სიტუაციებს. მანამდე ნაღმმზიდმა „ჯონ მაკკეინმა“ რუსეთის საზღვარი დაარღვია პეტრე დიდი ყურეში (ვლადივოსტოკის მახლობლად) და მხოლოდ ნავსაწინააღმდეგო ხომალდ „ადმირალ ვინოგრადოვის“ მიერ გატარნვის მუქარით გავიდა ნეიტრალურ წყლებში.

„თავისუფალი ნაოსნობის“ ამერიკული დემონსტრაციები არც ყირიმის ნახევარკუნძულის მახლობლად არ არის გამორიცხული. მსგავს პროვოკაციებს ამერიკის სამხედრო–საზღვაო ძალები „პოზიციების განმტკიცებად და ძალისმიერ წინააღმდეგობად“ აფასებს.

„ბურევესტნიკის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
ტექნოლოგიური რევოლუცია: რაში სჭირდება რუსეთს რაკეტა „ბურევესტნიკი“

სიკვდილ–სიცოცხლეს შორის

ამერიკულმა ნაღმმზიდებმა „დონალდ კუკმა“ და „პორტერმა“ 28 იანვარს შავ ზღვაში ერთგვარი ოპერაცია ჩაატარეს და ნატომ მათი იქ გამოჩენა რუსეთის „სამხედრო ძალების გაზრდით“ ახსნა. თუ ვითარებას ახლოდან განვიხილავთ, ასეთ სურათს მივიღებთ:

„არლი ბერკის“ ტიპის ორ ხომალდს 120 შორი მანძილისა და ზეზუსტი ფრთოსანი რაკეტა „ტომაგავკების“ ზიდვა შეუძლია, მათ ნაწილს ბირთვული ქობინები აქვს. გარდა ამისა, ნაღმმზიდები ასევე აღჭურვილია ნავსაწინააღმდეგო რაკეტა ASROC–ებით, საზენიტო რაკეტა „სტანდარტებით“, საინფორმაციო–მმართავი სისტემებით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპონენტ „იჯისით“. ამერიკელების აზრით, მთელი ეს ფეთქებადსაშიში არსენალი რუსეთის საზღვრების სიახლოვეს რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებასა და ნატოელ მოკავშირეებთან ურთიერთქმედების გაძლიერებას ემსახურება.

ფაქტობრივად კი ორი ნაღმმზიდი შავი ზღვის წყლების „ამღვრევასა“ და რუსეთის დაშინებას ცდილობს, რომელიც სრულიად არ ჰგავს ლიბიას ან იუგოსლავიას.

ორი ამერიკული ნაღმმზიდის პირობითი, მაგრამ დამაჯერებელი განადგურება აჩვენებს, რომ რეალური სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში შავი ზღვის რეგიონში „მოკავშირეების ურთიერთქმედება“ რუსეთის მაღალტექნოლოგიური კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება.

ამერიკული Patriot-ი პოლონეთში   - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
მიმოხილვა: რატომ ვერ შენიშნა Patriot-მა ჰუსიტების რაკეტა

აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების დაჯგუფება შავ ზღვაში მხოლოდ რთულ სამიზნე პოზიციას წარმოადგენს რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტისა და სამხედრო–კოსმოსური ძალების სასწავლო ამოცანების დასამუშავებლად — გამანადგურებლებისა და ბომდამშენებისთვის, სამხედრო გემებისა და წყალქვეშა ნავებისთვის, სანაპირო სარაკეტ კომპლექსებისა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებისთვის. ყველა ეს ძალა და საშუალება 24 საათის განმავლობაში შეთანხმებულად და სინქრონულად მუშაობს.

ამერიკული ნაღმმზიდების რუსეთისადმი აშკარად არამეგობრული ვიზიტის ფონზე უახლესი სარაკეტო ფრეგატი „ადმირალი მაკაროვი“ ბაზირების პუნქტიდან გავიდა და ზღვაში სასწავლო–საბრძოლო ამოცანები შეასრულა. სწავლების ჩანაფიქრით, პირობითი მოწინაღმდეგის ხომალდი იერიშის შეტევას აპირებდა შავი ზღვის ფლოტის სანაპირო ობიექტებზე. „ადმირალმა მაკაროვმა“ პირობითად გაანადგურა მოწინააღმდეგის ხომალდი სარაკეტო კომპლექს Калибр-НК–ს მეშვეობით.

მანამდე ანალოგიური სწავლება ჩაატარა ხომალდმა სახელწოდებით Пытливый, რომელმაც ასევე წარმატებით გამოიყვანა მწყობრიდან „პირობითი მოწინააღმდეგის გემი“.

ყველა ამ შემთხვევაში სიახლოვე ამერიკული ნაღმმზიდები — „დონალდ კუკი და პორტერი“ იმყოფებოდნენ. შეშფოთებულმა ამერიკელებმა შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავი Boeing E-3 Sentry–ც კი ააფრინეს, რომელიც, რეალურ საბრძოლო ვითარებაში, პრიორიტეტის წესით იქნებოდა ჩამოგდებული.

ოკეანის მრავალმიზნობრივი სისტემა „პოსეიდონი“ - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2021
მიმოხილვა: „პოსეიდონების“ მესამე მზიდი - რა არის ცნობილი „ულიანოვსკზე“

ილუზორული მოკავშირეები და რეალობა

რუმინეთის სამხედრო–საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა 23 იანვარს სწავლებისას „დონალდ კუკის“ დაცვა სცადეს, მაგრამ ხომალდი პირობით შეტევამდე იქცა სანაპირო სარაკეტო კომპლექს Бал–ის სამიზნედ, გაფღთხილება მიიღო და რაკეტები დაუმიზნეს.

შედეგად, ამერიკელებსა და მათ მოკავშირეებს ერთობლივი სწავლების გეგმის გადახაზვა მოუხდათ ყირიმის სამხრეთ–დასავლეთ სანაპიროს მახლობლად. „დონალდ კუკი“ და „პორტერი“ უკრაინის ტერიტორიულ წყლებზე  „მიჭერილი“ აღმოჩნდა.

ამერიკული PASSEX–ის ტიპის ორი ხომალდისა და უკრაინის საკატარღო ტაქტიკური  ჯგუფის ერთობლივი სწავლება წყნარად და შეუმჩნევლად ჩატარდა. უკრაინის სარდლობის ინფორმაციით, სწავლების ყველა ელემენტი  ნატოს სტანდარტების შესაბამისად დაიგეგმა და დამუშავდა.

ამერიკული სამხედრო გემების შესვლა შავ ზღვაში ჯერჯერობით არ არღვევს მონტროს კონვენციას და არ არის რაღაც უჩვეულო. და მაინც, რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის მთავარი შტაბის ექს–მეთაურის, ადმირალ ვიქტორ კრავჩენკოს თქმით, რუსეთმა ასეთ შემთხვევებში მათი ყოფნა შავ ზღვაში არაკომფორტული უნდა გახადოს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

 

ყველა ახალი ამბავი
0