თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს

© photo: Sputnikსტუდენტები
სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
თბილისის მერიის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი 1000-მდე სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას. სტუდენტებს სწავლის დაფინანსებისთვის განკუთვნილი თანხა პირად ანგარიშებზე ჩაერიცხებათ.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯახებსაც სოციალურად დაუცველების ერთიან ბაზაში 150 ათასი ან ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვთ, თბილისის მერია სწავლას დაუფინანსებს, განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.

სტუდენტური აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2021
აქცია განათლების სამინისტროსთან – სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას მოითხოვენ

კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერია 2015 წლიდან იმ სტუდენტების სწავლას აფინანსებდა, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 70 ათასს არ აღემატებოდა, პანდემიიდან შექმნილი ვითარების გამო კი ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები. 

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული ინიციატივის შედეგად დამატებით 1000-მდე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა მერიისგან სწავლის დაფინანსება მიიღოს, რომლის მაქსიმალური ოდენობა 2250 ლარია, ანუ სემესტრულად – 1125 ლარი.

„დაფინანსების რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებული იქნება როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე, ასევე სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულაზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება. ამასთან გაუქმდება უნივერსიტეტებისთვის კვოტირების სისტემა. შესაბამისად, დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობა გაიზრდება და მათი რაოდენობა 600-ზე მეტი იქნება.

სტუდენტები - Sputnik საქართველო, 1920, 24.09.2020
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად ელექტრონული პორტალი ამოქმედდა

მერის განცხადებით, სტუდენტებს, რომლებსაც 100%-ით აქვთ დაფინანსებული სწავლა, დაუბეგრავი თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ. ასევე პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტების ჩამონათვალს კიდევ ერთი სასწავლებელი დაემატება – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური.

პანდემიის გამო შექმნილმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ მთელი საქართველოს მასშტაბით ბევრი სტუდენტი დატოვა სასწავლებლის გარეთ. მათ სწავლის საფასურის დავალიანების გამო შეჩერებული აქვთ სტატუსი. ისინი პერმანენტულ აქციებს მართავენ. სტუდენტების მთავარი მოთხოვნა სტატუსის აღდგენა და სწავლის საფასურის განახევრებაა.

ყველა ახალი ამბავი
0