Bloomberg-მა ივანიშვილის ქონება შეაფასა

© photo: Sputnik / Alexander Demyanchuk / გადასვლა მედიაბანკშიBloomberg
Bloomberg - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
გამოწერა
BBI-ს ინფორმაციით, ივანიშვილის ქონება გასულ წელს არ შეცვლილა, ხოლო იანვარში ის 25 მლნ დოლარით შემცირდა.

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. საქართველოს უმდიდრესი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი 5,67 მილიარდ დოლარად არის შეფასებულია. ასეთია Bloomberg Billionaires Index-ის (BBI) რეიტინგის მონაცემები.

ივანიშვილს რეიტინგში 458-ე ადგილი უკავია. BBI-ს ინფორმაციით, ივანიშვილის ქონება გასულ წელს არ შეცვლილა, მიმდინარე წლის იანვარში კი მისი კაპიტალი 25 მლნ დოლარით შემცირდა.

დენდროლოგიური პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2021
რა ქონება გადასცა ბიძინა ივანიშვილმა ფონდ „ქართუს“

BBI-ში აღნიშნულია, რომ ბიზნესმენის სახსრები ჩადებულია სხვადასხვა დარგში მომუშავე კომპანიებში.

თავად ქართველმა მილიარდერმა გამოცემა Entrepreneur Sakartvelo-სთან ინტერვიუში უარი განაცხადა ამჟამინდელი ქონების ოდენობის დასახელებისგან და აღნიშნა, რომ უკვე მრავალი წელია არ თანამშრომლობს გამოცემებთან Forbs და Bloomberg. შესაბამისად, მან არ იცის, რა კრიტერიუმებით საზღვრავენ ისინი მის მდგომარეობას.

პოლიტიკიდან წასვლამდე პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების დიდი ნაწილი თავისივე საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ანგარიშზე გადაიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0