„პრინციპულად მნიშვნელოვანია" – საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია მუშაობას შეუდგა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე კანონმდებლები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ.

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 2 თებერვალს ოფიციალურად გაიხსნა.

რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს იხურება. სესიის პირველ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი დადგება. 

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
„ერთიანობის დრო დადგა“ - სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს მიმართა

პარლამენტი 51 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მათი პირადი განცხადებების საფუძველზე აპირებს. ესენი არიან: ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს“ (ხუთი მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (ოთხი მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (ოთხი მანდატი) და ლეიბორისტული პარტიის (ერთი მანდატი) წარმომადგენლები. ასევე ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კენჭს იყრიდა პარტია „გირჩის“ სახელით.

საკანონმდებლო ორგანოს პლენარული სხდომის დაწყებამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომლის განხილვის მთავარი თემა აღნიშნული საკითხი იყო. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ ამასთან დაკავშირებით გუნდში ერთიანი მოსაზრება არ არის.

„პირადად ჩემი პოზიციაა: ოპოზიციას, განსაკუთრებით პატარა პარტიებს, კიდევ ერთი შანსი უნდა მივცეთ, რათა მათ შეძლონ პარლამენტში საკუთარი ამომრჩევლის აზრის დაფიქსირება... პირადად ჩემთვის გაცილებით საინტერესოა, რომ პარლამენტში პატარა პარტიების წარმომადგენლები იყვნენ, ვიდრე, დავუშვათ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ. 
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
„ევროპელი სოციალისტები“ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერენ

ამჟამად 60 ოპოზიციური ადგილიდან პარლამენტში მხოლოდ ექვსია დაკავებული: ოთხი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დეპუტატების მიერ, რომლებმაც ახალი პარტია შექმნეს, და ორი პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლების მიერ, რომლებიც დღეს პირველად შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას.

„ვთვლი, რომ ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების გაგრძელება. ამის შესახებ მე ვისაუბრებ სესიაზე და „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, არ შეუწყვიტონ ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეებიდან“ პარლამენტში შესულმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ მანამდე ოპოზიციურმა პარტია „გირჩმაც“ მიმართა და მოუწოდა, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუჩერონ. აღნიშნული საკითხის მხარდაჭერას არ გეგმავს საპარლამენტო პარტია „ევროპელი სოციალისტებიც“.

ყველა ახალი ამბავი
0