მარია ბუტინამ ერთკაციანი პიკეტი გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოს წინ

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიმარია ბუტინა პიკეტზე
მარია ბუტინა პიკეტზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
საზოგადოებრივის პალატის წევრი მარია ბუტინა შეეცადა, ეუთოს თავმჯდომარის ყურადღება მიექცია ლატვიაში რუსულენოვანი ჟურნალისტების პრობლემებისთვის

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ამერიკული ციხიდან გათავისუფლებულმა მარია ბუტინამ საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ ერთკაციანი პიკეტი მოაწყო, რათა „საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს ლატვიაში სიტყვის თავისუფლების კრიზისსა და რუსულენოვანი ჟურნალისტების შევიწროებას“, იუწყება РИА Новости.

კირილ ვიშინსკი და მარია ბუტინა პიკეტზე - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2021
ვიშინსკიმ და ბუტინამ ჟურნალისტების დევნა გააპროტესტეს

გავრცელებული ინფორმაციით, ბუტინამ აქცია რუსეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების — სერგეი ლავროვისა და ან ლინდეს შეხვედრის წინ გამართა. ლინდე ამ დროისათვის მოსკოვში იმყოფება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში.

„მე აქ ვარ, რათა [ან ლინდეს] ყურადღება მივაქციო ლატვიაში ჩვენი თანამემამულეებისა და ლატვიელი ჟურნალისტების უუფლებობას. საუბარია შვიდ ადამიანზე, რომლებიც 3 დეკემბერს გაჩხრიკეს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს რუსულ მედიასაშუალებებთან თანამშრომლობის გამო“, — უთხრა ბუტინამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ლატვიის ხელისუფლება ამ გზით ცდილობს, არ მისცეს ადამიანებს ალტერნატიული აზრის გამოთქმის საშუალება.

„საშინელი წარმოსადგენია სამყარო, რომელშიც მხოლოდ ერთი მოსაზრება ბატონობს. ამიტომაც ვარ დღეს აქ“, — აღნიშნა ბუტინამ.

მისი თქმით, რუსეთმა არაერთხელ მიმართა ეუთოს, რომელიც ევროპის მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების გარანტია, და შექმნილ ვითარებაზე განმარტება სთხოვა, პასუხი არ მიუღია.

„ჩვენ მოვითხოვთ ამ პასუხს. იმედი მაქვს, რომ დღეს ჩემი აქ ყოფნა ამ მეტყველი პლაკატით, რეაქციას გამოიწვევს. ეუთომ უნდა დაგმოს ის, რაც ლატვიაში ხდება ჩვენს თანამემამულეებთან დაკავშირებით და შესაბამისი ზომებიც მიიღოს“, — თქვა ბუტინამ.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2021
ჟურნალისტების უხეში დევნა: სერგეი ლავროვმა „Sputnik–ლატვიას“ ჟურნალისტების საქმეზე ისაუბრა

აღსანიშნავია, რომ პლაკატზე, რომელიც ბუტინას ეჭირა პიკეტზე, ინგლისურად ეწერა: „შეაჩერეთ ჟურნალისტებზე ზეწოლა ლატვიაში!“

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ბალტიის ქვეყნებში გამუდმებით უქმნიან წინაღობებს რუსულ მედიასაშუალებებს. ტაზლინის, რიგისა და ვილნიუსის ქმედებებში რუსული საგარეო უწყება კოორდინირებულად მოქმედების ნიშნებს ხედავს.

გასული წლის დეკემბერში ლატვიაში რუსულენოვან ლატვიელ ჟურნალისტებს, მათ შორის Baltnews-ისა და „Sputnik–ლატვიას“ თანამშრომლებს, ბრალი წაუყენეს ევროკავშირის სანქციების რეჟიმის დარღვევის მუხლით. მათთან ჩატარდა ჩხრეკები და ჩამოერთვათ ხელწერილები ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სასჯელს ფულადი ჯარიმიდან პატიმრობამდე. „Sputnik–ლატვია“ და Baltnews მედიაჯგუფ Россия сегодня-სთან არიან კავშირში, თუმცა ის ჟურნალისტები, რომლებიც ამ მედიასაშუალებებისთვის წერენ, არიან არა მისი თანამშრომლები, არამედ შტატგარეშე ავტორები.

რუსეთის საგარეო სამინისტრომ ლატვიის ხელისუფლების მოქმედებებს რუსულენოვანი ჟურნალისტების მიმართ სადამსჯელო აქცია უწოდა. უწყებაში აღნიშნეს, რომ სანქციებს პერსონალური ხასიათი აქვს და კონკრეტულად Россия сегодня-ს გენერალურ დირექტორს დმიტრი კისელიოვს ეხება და არ შეიძლება ვრცელდებოდეს ყველაზე, ვინც მედიჰოლდინგთან თანამშრომლობს. Россия сегодня-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი იმედოვნებს, რომ რუსეთი უპასუხებს რუსულენოვანი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს.

ყველა ახალი ამბავი
0