ელისაშვილი: ამ დარბაზამდე მძიმე გზა გამოვიარეთ,  ბევრი სიძულვილი კიდევ წინ გველის

© photo: Sputnik / Stringerალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.02.2021
გამოწერა
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ. პარტია „მოქალაქეებმა“ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 25,5 ათასი ხმა მიიღო, რაც 1,33%-ს შეადგენს.

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. ამ დარბაზამდე მძიმე გზა გამოვიარეთ მე და ლევან იოსელიანმა, დინების საწინააღმდეგოდ წასვლა, აღმა ცურვა, ბევრი სირთულის გაძლება მოგვიწია, ბევრი სიძულვილი კიდევ წინ გველის, განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„ქართული ოცნება“ ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს არ ჩამოართმევს>>

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს ოფიციალურად გაიხსნა.

ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით დღეს პირველად ისარგებლა.

„გვჯერა და გვწამს, რომ აქ ოპოზიცია უნდა იყოს, ასე სჭირდება უკეთეს საქართველოს. ასე იქნებოდა და ასე იქნება სწორი. ზოგს ჰგონია და, ალბათ, ბევრს ვერც დავაჯერებთ, რომ ამ სავარძელმა არ მოგვხიბლა, აქ რაღაც პრივილეგიებით არ შემოგვიტყუეს. ამას, რა თქმა უნდა, დრო გამოავლენს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, დღეიდან, როგორც დეპუტატი, უპასუხებს იმ ტელეფონის ნომერზე ზარებს, რომელზეც მოქალაქეებს საარჩევნო კამპანიისას პასუხობდა.

ალექსანდრე ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2021
მხედრით სვლა „მოქალაქეებისგან“ – რა ხდება საქართველოს პარლამენტში

„ამ სხდომის დასრულების შემდეგ ისევ მექნება ეს ნომერი ჩართული. ვიღაც გამლანძღავს, ვიღაც შემაქებს. რაც მთავარია, სხვები პრობლემებს გვეტყვიან. ჩემი ნომერია - 593 58 40 52, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში ვუპასუხებ, როგორც დეპუტატი. ჩემთვის დეპუტატობა არის მეტი იარაღი და მეტი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ხალხის პრობლემებზე ვიფიქროთ, ვიმუშაოთ და მოვაგვაროთ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია გაიხსნა თებერვლის პირველ სამშაბათს და ივნისის ბოლო პარასკევს დაიხურება.

ამჟამად 60 ოპოზიციური ადგილიდან პარლამენტში მხოლოდ ექვსია დაკავებული: ოთხი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დეპუტატების მიერ, რომლებმაც ახალი პარტია შექმნეს, და ორი პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლების მიერ, რომლებიც დღეს პირველად შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას. სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უარი განაცხადეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე, რადგან მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

ყველა ახალი ამბავი
0