უმკაცრესი რეაგირება: გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა

© Government of Georgiaუმკაცრესი რეაგირება: გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა
უმკაცრესი რეაგირება: გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე კომენტარი გააკეთა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ჩხოროწყუში ბავშვებს მერიის საპირფარეშოების დასუფთავება აიძულეს. შესაბამისი ორგანოები ფაქტით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გავრცელდა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეებთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც უმკაცრესი რეაგირება ექნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ჩხოროწყუ - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
ჩხოროწყუში ბავშვებს მერიის საპირფარეშოების დასუფთავება აიძულეს

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხოროწყუში ბავშვებს მერიის საპირფარეშოების დასუფთავება აიძულეს. შესაბამისი ორგანოები ფაქტით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გავრცელდა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.

„შეფასება აქ შეიძლება იყოს ერთადერთი, უმძიმესი აღშფოთება. ვერ წარმომიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიებაც მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ერთ-ერთი სკოლის დირექტორთან შეთანხმებით, სკოლის მოსწავლეები „დასუფთავების აქციაში“ ჩართო და მათ ჩხოროწყუს მერიის შენობაში საპირფარეშოების დასუფთავება დაავალა.

პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2020
12 წლის მოზარდი მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს

მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაინტერესდა, თუ რატომ იყვნენ ბავშვები მერიის საპირფარეშოში და რატომ ჰქონდათ საწმენდი საშუალებები თან. ამის შემდეგ ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს. თუმცა, ფაქტის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის დავით გოგუას თქმით, მერია საქმის კურსში არ იყო და როგორც კი ფაქტის შესახებ გაიგეს, ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს. მისი თქმით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო და გაირკვევა, რატომ მიიყვანა აღნიშნულმა პირმა ბავშვები მერიაში.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს სწავლობს საქართველოს განათლების სამინისტროც.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 150-ე („იძულება“) მუხლით დაიწყო.

 

ყველა ახალი ამბავი
0