სავაჭრო ობიექტებს თანამშრომლების ტესტირების ორი თვის საფასურის გადახდა არ მოუწევთ

© Sputnik / Alex Shlamov ახალგაზრდა წყვილი სავაჭრო ცენტრში
ახალგაზრდა წყვილი სავაჭრო ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიზნესს ექნება ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა 20-25%-ს ტესტირება ჩაუტაროს. სახელმწიფოს მხრიდან კომპანიების თანამშრომელთა ტესტირების მონიტორინგი კი სპეციალურად შექმნილი პორტალის მეშვეობით განხორციელდება.

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. სავაჭრო ობიექტების თანამშრომელების კორონავირუსზე ტესტირების ხარჯებს სახელმწიფო თებერვალშიც დაფარავს, განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ავტობუსის გაჩერება - Sputnik საქართველო
რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1 თებერვლიდან: ბოლო ინფორმაცია

მთავრობის მიერ შემუშავებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმის მიხედვით, 1 თებერვლიდან ყველა მაღაზია და სავაჭრო ცენტრი იხსნება, ხოლო 15 თებერვლიდან – ბაზრობებიც. თუმცა, უქმე დღეებში ისინი არ იმუშავებენ.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მოლებსა და ბაზრობებს 14 დღეში ერთხელ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება მოუწევთ. ასევე მოლებისა და ბაზრობების ხელმძღვანელებმა თავიანთი ბიზნესი და მასში დასაქმებული პირები უნდა დაარეგისტრირონ სპეციალურად შექმნილ პორტალზე labour.moh.gov.ge, რომლის მეშვეობით განხორციელება თანამშრომელთა ტესტირების პროცესის მონიტორინგი.

თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ სავაჭრო მოლების და ბაზრობების გახსნამდე, იანვარში ჩატარებული პირველი ტესტირების საფასურს სახელმწიფო დაფარავს, ხოლო ყოველი მომდევნო ტესტირების საფასურის დაფარვა კი აღნიშნული სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას თავად მოუწევს. თუმცა ახლა ეს შეღავათი გაფართოვდა და თებერვალშიც იმოქმედებს. მარტიდან კი თანამშრომელთა ტესტირების საფასურს ობიექტების ადმინისტრაცია დაფარავს.

„თანამშრომლების 20% ყოველ 14-დღიან ჭრილში უნდა გაიტესტოს. თებერვალში ტესტირების სახსრებს სრულად დაფარავს სახელმწიფო. 1 მარტიდან კი კერძო სექტორი ეტაპობრივად მიიღებს მონაწილეობას თანამშრომელთა ტესტირების პროცესში“, - განაცხადა ფერაძემ.
ესპანელი რესტორატორებმა ქუჩებში „ქვაბების პროტესტი“ მოაწყვეს - Sputnik საქართველო
არამხოლოდ თბილისში: ესპანელმა რესტორატორებმა ქუჩებში „ქვაბების პროტესტი“ მოაწყვეს

ბექა ფერაძის თქმით, სავაჭრო მოლებმა და ობიექტებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილ პორტალზე თანამშრომლები უკვე დაარეგისტრირეს და ეტაპობრივად დაიწყეს სავალდებულო ტესტირება.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ.

 

ყველა ახალი ამბავი
0