როგორია ზუგდიდში შენობის ნანგრევებში მოყოლილი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება ზუგდიდში
სასწრაფო დახმარება ზუგდიდში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ზუგდიდში მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც რკინაბეტონის კონსტრუქციების ქვეშ იყო მოყოლილი

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ზუგდიდში, ავარიული შენობის ჩამონგრევის დროს დაშავებული გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, იუწყება პირველი არხი.

ორსართულიანი შენობა დღეს ჩამოინგრა, რომელმაც არასრულწლოვანი გოგონა მოიყოლა. მაშველებმა ის ნანგრევებიდან უვნებლად გამოიყვანეს.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, დაშავებულ მოზარდს მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნება, მისი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და სტაბილური.

„უტარდება შესაბამისი კვლევები, მონიტორინგი და დინამიკაში დაკვირვება. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა მზია გერგედავამ.

სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო
ზუგდიდში მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს - ფოტო

დაშავებული მოზარდი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მოინახულეს.

მათი ინფორმაციით, ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახების ნაწილი ჯერ კიდევ დეკემბერში დაკმაყოფილდა ახალი საცხოვრებლით, იმ ოჯახს კი, რომლის სახლიც დღეს ჩამოინგრა, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ახალი საცხოვრებლის შეძენა სურდა.

„ჩამონგრეულ ობიექტში მცხოვრები დევნილები ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში დაკმაყოფილებული იყვნენ საცხოვრებელი ფართით. მათი ნაწილი გადასული იყო ახალ ბინაში, დარჩა ერთი ოჯახი, რომლის ბავშვიც დღეს დაშავდა და საბედნიეროდ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ოჯახს პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგელვში სახლის შეძენა სურდა. ამაზეც თანხმობა ჰქონდათ მათ, რადგან ცხოვრობდნენ ავარიულ შენობაში“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

ყველა ახალი ამბავი
0