ზუგდიდში მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს - ფოტო

© photo: Emergency Management Service / FBსამაშველო ოპერაცია
სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც რკინაბეტონის კონსტრუქციების ქვეშ იყო მოყოლილი

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. მაშველებმა ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ორსართულიანი შენობის ნანგრევებიდან ბავშვი გამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“–ში შევიდა ინფორმაცია ორსართულიანი შენობის ჩამონგრევის შესახებ. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილი იყო არასრულწლოვანი.

მაშველები ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია.

გავრცელებული ინფორმაციით,  მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და 10 წლის გოგონა უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს. არასრულწლოვანი იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება უტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0